• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
სამშაბათი, ივლისი 5, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ანალიტიკა
„ქართველები ისტორიულად მონარქისტები არიან“ –  გია ჭანტურია

„ქართველები ისტორიულად მონარქისტები არიან“ – გია ჭანტურია

2013/12/25
in ანალიტიკა
8 0
7
SHARES
102
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

დღეს საქართველოში აქტიურად წამოიჭრა კონსტიტუციური მონარქიის თემა. საზოგადოების ნაწილი მომხრეა, რომ საქართველოში ოდესმე დამკვიდრდეს კონსტიტუციური მონარქია, ნაწილი კი უარყოფითადაა განწყობილი. ზოგს საერთოდ არ ესმის რა არის კონსტიტუციური მონარქია და რა ფორმით შეიძლება იარსებოს. ამ თემაზე ,,თბილისი თაიმსი“ მონარქისტს, ბატონ  გია ჭანტურიას ესაუბრა.

ბატონო გია დღეს საქართველოში აქტიურად განიხილება საქართველოში მონარქიის აღდგენის თემა. როგორ ფიქრობთ პატრიარქის ეს იდეა რამდენად შესაძლებელია, რომ რეალობად იქცეს?

monarqia-2მე ვფიქრობ, რომ ამჟამად ადრეა ამაზე ფიქრი. ეს არ ნიშნავს, რომ ყოველივე ხვალ ან ზეგ მოხდება, ალბათ 10-15 წელი მაინც უნდა მოვიცადოთ და ამისთვის მოსახლეობა უნდა შევამზადოთ. იმიტომ, რომ პრაქტიკულად ჩვენი მოსახლეობა ამისთვის მზად არ არის, რადგან ეს ხალხი ვინც დღეს ქმნის ჩვენი საზოგადოების წამყვან ელიტარულ ფენას პრაქტიკულად ჩამოყალიბდა და გაიზარდა კომუნისტური ეპოქის პერიოდში. მოგეხსენებათ ამ დროს მონარქიაზე საუბარი ზედმეტი იყო, კომუნისტები ანტიმონარქისტები იყვნენ და იცით რომანოვებს რაც გაუკეთა ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ. აქედან გამომდინარე ბუნებრივია ჩვენი საზოგადოება მზად არ არის. გარდა ამ პოლიტიკურ ვაკუუმს ემატება აგრეთვე ეკონომიკური პრობლემები. როცა საუბარია ასეთი სერიოზული ინსტიტუტის შემოღებაზე, როგორიც არის მონარქიის ინსტიტუტი ბუნებრივია გარკვეულ თანხებთან არის დაკავშიებული, თუმცა არც ისე დიდ თანხებთან, როგორც ამას ზოგიერთი ხატავს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ უფრო მომგებიანი იქნება მონარქიის ინსტიტუტისათვის ჯერ კეთილგანწყობილი ფონის და ლანდშაფტის შექმნა და შემდეგ სიზუსტეებზე საუბარი.

 როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, რომ საქართველო ოდესმე გახდეს კონსტიტუციურ მონარქიული სახელმწიფო?

რა თქმა უნდა. მე მონარქისტი ვარ, კომუნისტების დროსაც მქონდა ჩემი ადგილი, ამას არც ვმალავდი არასოდეს, თუმცა არ მქონია პოლიტიკური გამოსვლები, რადგან მე მაინც მიმაჩნდა, რომ საბჭოთა კავშირში ამაზე საუბარი ზედმეტიც იყო. მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მონარქია ძალიან მოუხდება. მინდა გითხრათ, რომ ქართველები ისტორიულად მონარქისტები არიან. ალბათ თქვენ ძნელად თუ ჩამომითვლით ისეთ პერიოდს, როდესაც საქართველოში ხალხი მონარქიის წინააღმდეგ აჯანყდა. ალბათ ასეთი მომენტების მოძებნა ძალიან გაგვიჭირდება. ან ის, რომ ეფიქრათ მეფე ჩამოეგდოთ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ეს საქართველოს მოუხდება, ვფიქრობ ეს იქნება ისტორიის გამთლიანება. ჩვენ ხომ ჩვენი მონარქია არ დავამხეთ, ეს მოხდა რუსეთის იმპერიის ჩარევის შედეგად, ამიტომ პრაქტიკულად ეს იქნება ისტორიის აღდგენა. ქართველები ის ხალხია, რომ ალბათ ტრადიციების დამცველები, ჩვენს ცხოვრებაში ტრადიციები დიდ როლს თამაშობს, აქედან გამომდინარე მონარქიის ინსტიტუტი არის ტრადიციული ინსტიტუტი, რომელიც ძალიან ბევრ დიდ სახელმწიფოს ამშვენებს დღეისათვის, თანაც ისეთ დიდ სახელმწიფოებს, როგორიც არის: გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, იაპონია, კანადა, ავსტრალია. ესენი ის ქვეყნებია, რომლებიც მონარქიული სახელმწიფობი არიან, ისინი ელოლიავებიან ამ ინსტიტუტს. ასე, რომ ვფიქრობ ძალიან კარგია თუ ჩვენ ამ საქმეს შევუდგებით თუნდაც ხვალიდან.

 დღეს საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულებაა ამ საკითხისადმი. როგორ გგონიათ, რატომ არ ესმის ქართველი საზოგადოების ნაწილს რა არის კონსტიტუციური მონარქია?

gggggყველას ჰგონია, რომ მონარქია ეს არის ძვირადღირებული ინსტიტუტი, ეს არის ძველის, დრომოჭმულის აღდგენა. ყველას ჰგონია, რომ აქ ფეოდალები გაჩნდება, თავიანთ მამულებს დაიბრუნებენ და ა.შ. რასაკვირველია ასეთი რამ გამორიცხულია. ლაპარაკიც ზედმეტია აბსოლიტურ მონარქიაზე, რადგან თვითონ მსოფლიოშიც დემოკრატიული პრინციპები ისეთ დონეზეა, რომ აბსოლიტური მონარქია ხელზე ჩამოსათვლელია. იმ ქვეყნებშიც კი სადაც აბსოლიტური მონარქიაა იქაც კი უშვებენ მთელ რიგ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ასე, რომ რასაკვირველია საუბარია აუცილებლად კონსტიტუციურ მონარქიაზე. რა არის კონსტიტუციური მონარქია? ,,მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს“. ქვეყანას მართავს დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე არჩეული მთავრობა. მონარქი იქნება ერის სიმბოლო, მისი გაერთიანების სიმბოლო, ქვეყნის ავტორიტეტი და სახე იქნება თანამედროვე გლობალურ სივრცეში, როგორიც არის დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბეთ II, იაპონიის იმპერატორი, ესპანეთის მონარქი, ახალგაზრდა მონარქები, რომლებიც სულ რამდენიმე თვეა გვყავს ბელგიაში და ნიდერლანდის სამეფოში. ყატარში ახალგაზრდა მონარქი ავიდა სათავეში. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ასეთი ქვეყნები ემსახურებიან დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას და არა აბსოლიტურ მონარქიას. მე მესმის ხალხის, რადგან ხალხი მზად არ არის. მონარქიულმა საზოგადოებამ უნდა იმუშაოს საზოგადოებაში, რომ ტელევიზიის, პრესის საშუალებით ხალხს დაანახონ, გააგებინონ რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია, რას მოიტანს ის საზოგადოებისათვის, როგორი ექნება დადებითი და უარყოფითი მხარეები. შემდეგ ეს არც ერთი პოლიტიკური წრის გადასაწყვეტი არაა, ეს უნდა გადაწყდეს რეფერენდუმის საფუძველზე. თუ მოსახლეობა მხარს დაუჭერს ამას, რასაკვირველია უნდა დავაყენოთ დღის წესრიგში თუ ვინ იყოს ჩვენი ქვეყნის ხელისუფალი. მაგრამ აქამდე მისვლა აუცილებლად გვჭირდება.

 მაშინ, როდესაც საქართველომ 1921 წელს მიიღო კონსტიტუცია, განიხილებოდა თუ არა მონარქიის აღდგენა და რა განწყობა იყო მაშინდელ პოლიტიკაში?

იმ დროს ამის საშუალება არ იყო. მაშინ არც პოლიტიკური და არც სამხედრო საშუალება არ იყო. რადგან ყოველთვის იყო ძალიან სერიოზული პოლიტიკური სიტუაცია ქვეყნის ირგვლივ, აგრეთვე თვითონ ქვეყანაშიც ამის სიტუაცია ნამდვილად არ იყო. მე ვფიქრობ ახლა უფროა საზოგადოება მზად და საზოგადოება უნდა შემზადდეს უფრო სერიოზულად. ამჟამად ჩვენ მონარქია გვესმის მულტფილმების დონეზე, რომ მეფე მკაცრია და ა.შ. ჩვენ უნდა ვანახოთ თანამედროვე 21-ე საუკუნის მონარქის სახე ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადოებას. ამის შემდეგ რეფერენდუმმა უნდა გასცეს ან დადებითი, ან უარყოფითი პასუხი ძალიან სერიოზულ და სამომავლო კითხვას.

ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში დღეს კონსტიტუციური მონარქიაა. რამდენად ამართლებს სახელმწიფო წყობის ეს მოდელი და რა დადებითი, ან უარყოფითი მხარეები აქვს?

ევროპა ყველაზე განვითარებულია, ცხოვრების დონე ყველაზე ძლიერია, ყველაზე სტაბილური ქვეყნები საფრანგეთი, ბენილუსის ქვეყნები, გაერთიანებული სამეფო, სკანდინავიის ქვეყნები სადაც ცხოვრების დონე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, სწორედ ევროპის 47-48 ქვეყნიდან 11 მონარქიული ქვეყანაა, თან ისეთი მონარქიული ქვეყნები, როგორიცაა სკანდინავიის, სადაც ცხოვრების დონე ერთ-ერთი მაღალია. თუ ჩვენ დავესესხებით ჰუმანური განვითარების ინდექსს, რომელიც გაეროს მიერ აწესრიგებს მსოფლიოს ცხოვრების დონეს, აქ უმეტესი ქვეყანა მონარქიულია. იგივე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის წარმოება, 20 პროცენტი მოდის მონარქიულ ქვეყნებზე, ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 7 მონარქიული ქვეყანაა პირველ ათეულში. წარმოიდგინეთ ეს რამხელა პლიუსებია. ბედნიერი ქვეყნების რიცხვში უმტესობა მონარქიული ქვეყნებია. ეს იმას ნიშნავს, რომ მონარქია ცხოვრებისთვის თავისთავად საუკეთესოა. მონარქიის ინსტიტუტი ევროპაში ერთ-ერთი უძველესია. უძველესია იაპონიის მონარქიის ინსტიტუტი და თავისი უწყვეტობით გამოირჩევა, მაგრამ ევროპის მონარქები ძალიან ძლიერები,  სერიოზულები არიან. ამ ხალხის ყოფითა და ცხოვრებით ვთქვათ მხოლოდ ბრიტანელები, შვედები, ნორვეგიელები, ესპანელები კი არ ინტერესდებიან, მთელი მსოფლიოს მოსახლეობის ყურადღება მათკენაა. მე მქონდა ბედნიერება ქეითისა და უილიამის ქორწილში ყოფნის და უნდა დაგენახათ რამდენი ხალხი იყო შეგროვილი ლონდონის ქუჩებში. ღამეებს ათენებდნენ, რომ კარგი ადგილი შეერჩიათ. ბუნებრივია ყოველივე მონარქიის ინსტიტუტის დადებით მხარეებს აჩვენებს. რასაკვირველია  მონარქი უნდა იყოს განათლებული, დადებითი და 21-ე საუკუნის პიროვნება. რაღაც უარყოფითი შეიძლება მასაც ჰქონდეს, მედალს ორი მხარე აქვსო ნათქვამია და ალბათ არის რაღაც უარყოფითებიც. ამჟამად ძალიან სერიოზულ კრიზისს განიცდის ესპანეთის მონარქია. ხუან კარლოსი არის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული მონარქი. მან პრაქტიკულად ანტიდემოკრატიულ გზაზე არ დააყენა ქვეყანა და მთელი რიგი დემოკრატიული პრინციპები შემოიღო, მან ქვეყანა იხსნა დიქტატურისაგან. მაგრამ ახლა ისეთი მოვლენები მოხდა ესპანეთის სამეფო ოჯახში, რომ ეჭქვეშ დადგა სამეფო ოჯახის ავტორიტეტი. ეს ეხება მისი სიძის კორუფციულ ბიზნესში ჩაბმას. მიუხედავად იმისა, რომ ხუან კარლოსმა ქვეყანა გადაარჩინა ხალხი არაფერს გაპატიებს. აგრეთვე ბევრს ლაპარაკობენ ამ ინსტიტუტის ძვირადღირებულობაზე, მაგრამ მე გეტყვით, რომ ეს არაფერი ძვირი არაა, ასე მაგალითად ამერიკის პრეზიდენტის და თეთრი სახლის შენახვა მილიარდზე მეტი ჯდება. საკმაოდ ძვირია საფრანგეთის, რუსეთის პრეზიდენტების შენახვა. ბევრს იძახიან ბრიტანეთის მონარქია ძვირადღირებულია, მაგრამ მისი შენახვა თითო მოსახლეს უჯდება დაახლოებით დოლარი ერთ კაცს წლის მანძილზე ეს კი ძალიან ცოტაა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც ბრიტანეთია. რათქმაუნდა ჩვენი მონარქია ასეთი ძვირი არ იქნება.

 რას ეტყოდით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც უარყოფითადაა განწყობილი მონარქიის ინსტიტუტისადმი?

უფრო კარგად უნდა დავფიქრდეთ და შევისწავლოთ მონარქიის ინსტიტუტი. ხომ შეიძლება ეს აღმოჩნდეს საუკეთესო მმართველობის ფორმა ჩვენი ქვეყნისთვის. უარის თქმა კი არასოდეს არ არის გვიან. ბოლოსდაბოლოს ირანის შაჰს შეურყიეს ტახტი, მიუხედავად იმისა, რომ კარგი პიროვნება იყო, თუმცა ეს იყო უკანონოდ და არაობიექტურად. მე პოლიტიკაში არ ვმონაწილეობ, მაგრამ მაინც ვურჩევ, რომ საზოგადოებამ კარგად შეისწავლოს მონარქია, აწონ დაწონვის შემდეგ ხომ არაა მონარქია ის ფორმა, რომელსაც ხალხი გაყვება, რომელიც უფრო ძლიერი იქნება, უფრო სტაბილურ საზოგადოებას შექმნის. ეკონომიური თვალსაზრისითაც მონარქიის ინსტიტუტი საკმაოდ სერიოზულ როლს შეასრულებს. მოგეხსენებათ ტურისტული ინდუსტრია ერთ-ერთი წამყვანი ძალაა მსოფლიოს ეკონომიკის. ტურისტულ ინდუსტრიას ეს ხელს შეუწყობს, საკმაოდ სერიოზული დასაფიქრებელია და მონარქისტებმაც და ანტიმონარქისტებმაც, ვინც რესპუბლიკური პოზიციების მომხრეა უნდა დასხდნონ მრგვალ მაგიდასთან და შეაფასონ მონარქიის ინსტიტუტის დადებითი და უარყოფითი მხარეები და თუ დადებითი მხარეები აჭარბებს ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მომავალში ვიყოთ არა საქართელოს რესპუბლიკა არამედ საქართველოს სამეფო.

25.12.13

გიორგი ჩუბინიძე

 

fb-share-icon
Tweet
Share3Tweet2Share1

მსგავსი სტატიები

არც გერმანიისა და არც საფრანგეთის აღარ მჯერა, ამ ორმა ქვეყანამ მოგვისროლა ომის ხახაში – გიორგი მიქანაძე
ანალიტიკა

არც გერმანიისა და არც საფრანგეთის აღარ მჯერა, ამ ორმა ქვეყანამ მოგვისროლა ომის ხახაში – გიორგი მიქანაძე

2022/05/17
არეშიძე – უკრაინელებზე: ახალი სარეზერვო დანაყოფებია მომზადებული, პლუს, ისინი შეიარაღებულნი არიან უახლესი იარაღით 
ანალიტიკა

არეშიძე – უკრაინელებზე: ახალი სარეზერვო დანაყოფებია მომზადებული, პლუს, ისინი შეიარაღებულნი არიან უახლესი იარაღით 

2022/05/17
ხორბლის ბაზრის 30 %-ს უკრაინა და რუსეთი წარმოადგენს – რა არის ალტერნატივა
ანალიტიკა

ხორბლის ბაზრის 30 %-ს უკრაინა და რუსეთი წარმოადგენს – რა არის ალტერნატივა

2022/03/05
Next Post
2014  წლიდან ქართულ ჩაის სამხრეთ აფრიკაშიც  დააგემოვნებენ

2014 წლიდან ქართულ ჩაის სამხრეთ აფრიკაშიც დააგემოვნებენ

„თუ რუსეთმა ჩვენთვის კვლავ ეკონომიკური ემბარგოს დაწესება გადაწყვიტა,  ეს არც ისეთი სახიფათოა უკვე“  – სანდრო თვალჭრელიოძე

„თუ რუსეთმა ჩვენთვის კვლავ ეკონომიკური ემბარგოს დაწესება გადაწყვიტა, ეს არც ისეთი სახიფათოა უკვე“ - სანდრო თვალჭრელიოძე

„ევროკავშირში შესასვლელად  2 ეტაპი გვაქვს გასავლელი“ – სოსო ცინცაძე

„ევროკავშირში შესასვლელად 2 ეტაპი გვაქვს გასავლელი“ - სოსო ცინცაძე

Discussion about this post

ახალი ამბები

“როცა ქვეყანა იმპორტ დამოკიდებულია, ფასს განსაზღვრავს მსოფლიო ბაზრის ფასები, კონიუნქტურა და ვალუტის კურსი” – ექსპერტი
ახალი ამბები

“როცა ქვეყანა იმპორტ დამოკიდებულია, ფასს განსაზღვრავს მსოფლიო ბაზრის ფასები, კონიუნქტურა და ვალუტის კურსი” – ექსპერტი

2022/07/04
0

რძის პროდუქტების მწარმოებლები შემოდგომიდან ნაწარმის გაძვირებას პროგნოზირებენ. ამის შესახებ კომპანიების ხელმძღვანელები BM.GE-სთან საუბრისას აცხადებენ. საკითხს "თბილისი თაიმსთან" ეკონომიკის ექსპერტი, იოსებ...

სრულად
“კარგი ამბავი გვაქვს, ჩვენ ვბრუნდებით” – გიორგი კეკელიძე 

“კარგი ამბავი გვაქვს, ჩვენ ვბრუნდებით” – გიორგი კეკელიძე 

2022/07/04
უკრაინა არაფერს არ თმობს, ჩვენ დავბრუნდებით – უკრაინამ ლისიჩანსკში უკან დაიხია

უკრაინა არაფერს არ თმობს, ჩვენ დავბრუნდებით – უკრაინამ ლისიჩანსკში უკან დაიხია

2022/07/04
ლაშა ბუღაძე აქციაზე: სხვა აღქმა გვქონდა და სხვა გამოვიდა

ლაშა ბუღაძე აქციაზე: სხვა აღქმა გვქონდა და სხვა გამოვიდა

2022/07/04
მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა

მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა

2022/07/04
აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, სადაც მთელი ღამით დარჩენას გეგმავენ

აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, სადაც მთელი ღამით დარჩენას გეგმავენ

2022/07/04
ქუთაისის აეროპორტიდან მგზავრი ვარშავის ნაცვლად, აბუ-დაბიში აღმოჩნდა | ქალი პოლონეთში დააბრუნეს

ქუთაისის აეროპორტიდან მგზავრი ვარშავის ნაცვლად, აბუ-დაბიში აღმოჩნდა | ქალი პოლონეთში დააბრუნეს

2022/07/03

საინტერესო

მთავარმა პროკურატურამ 2004 წელს მომხდარი დავით ოთხმეზურის მკვლელობა გახსნა

6 წელი ago
ვატიკანში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

ვატიკანში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

5 წელი ago

მამუკა ბახტაძე: “ჭარბვალიანობა საზოგადოებაში იმ მიზეზით დაგროვდა, რომ წლების განმავლობაში შემოსავლის დადასტურებას არავინ ითხოვდა”

4 წელი ago
ალექსი პეტრიაშვილის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ალექსი პეტრიაშვილის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

8 წელი ago

კალენდარი

ივლისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« ივნ    

სიახლეები

  • “როცა ქვეყანა იმპორტ დამოკიდებულია, ფასს განსაზღვრავს მსოფლიო ბაზრის ფასები, კონიუნქტურა და ვალუტის კურსი” – ექსპერტი 2022/07/04
  • “კარგი ამბავი გვაქვს, ჩვენ ვბრუნდებით” – გიორგი კეკელიძე  2022/07/04
  • უკრაინა არაფერს არ თმობს, ჩვენ დავბრუნდებით – უკრაინამ ლისიჩანსკში უკან დაიხია 2022/07/04

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In