მარიტა გუტაშვილის ოჯახში, რომელიც ოჯახის 9 წევრს ეძებდა, გლოვაა. გუშინ მისი და-ძმის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ახალგაზრდების მამა სოციალურ ქსელში შვილების ფოტოს ემოციური წარწერებით აზიარებს.
„ჩემი ნანატრი“; „ჩემი წარმატებული იურისტი“; „ჩემი ვაჟკაცი გოგო“ – წერს გელა გუტაშვილი.
ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია (დაღუპული) 18 ადამიანი, იდენტიფიცირებულია – 16. ეძებენ 14-ს, მათ შორის, ბავშვებს.