ფოთში, ზღვაში მოზარდი დაიხრჩო. მისი ცხედარი წყალმა გამორიყა. ამ დრომდე ეძებენ მეორე მოზარდს. 14 და 16 წლის არასრულწლოვნები საბანაოდ იმყოფებოდნენ. შემთხვევა ერთ-ერთის დედის თვალწინ მოხდა. მოზარდების დახმარებას სანაპიროზე მყოფები შეეცადნენ, თუმცა ვერ უშველეს. ამ დროისათვის ადგილზე ერთი დაკარგულის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.