ცოტა ხნის წინ ვილნიუსის სამიტი ჩატარდა, სადაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირება მოახდინა. ამასთან დაკავშირებით მრავალი ითქვა და გაჩნდა არაერთი მოსაზრებები, აღნიშნული მოვლენა სხვადასხვა ჭრილში შეაფასა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა „თბილისი თაიმსთან“ პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტმა სოსო ცინცაძემ.
ბატონო სოსო, საქართველოსთვის რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირება?
რასაკვირველია, ჩვენ ევროკავშირში შესვლა გვინდა და საქართველომ უკვე აირჩია დასავლური კურსი, მაგრამ დღეს რაც ხდება ეს არ არის ევროპული გზა. ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ ბევრი ფიქრობს, რომ თითქმის ევროპაში ვართ. ეს წარმოდგენა არის მცდარი, ვინაიდან პოლიტიკაში ეიფორია და სინამდვილე განსხვავებულია და ამას შეიძლება იმედგაცრუება მოჰყვეს. ვშიშობ, რომ თუ საშინაო პოლიტიკაში სერიოზული ნაბიჯები არ იქნებაბ გადადგმული სიღატაკის აღმოფხვრისაკენ, სამართლიანობის აღდგენისაკენ, ჩვენ ევროპაში არავინ არ მიგვიღებს. ამას მოჰყვება საზოგადოების აზროვნების შეცვლა, რომ ევროპამ არაფერი მოგვცა და ისევ მივუბრუნდებით რუსეთს, რადგან რუსეთს ბაზარი მაინც აქვს.
მოგეხსენებათ, პარაფირება ნიშნავს ტექსტის შეთანხმებას, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ძირითადი პრინციპი დარღვეულია. ხელშეკრუელბაში წერია, რომ არ არის გამორიცხული ცვლილებების შეტანა. პარაფირების ერთადერთი დანიშნულება კი, არის ტექსტზე შეჯერება და ხელშეკრულების ხელმოწერამდე ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს. ჩვენ რასაკვირველია ცვლილებებს არ მოვითხოვთ, მაგრამ ევროპას შეუძლია დამატებითი პირობები ჩადოს. ჩვენთან ევროკავშირს აქვს მოთხოვნები, რომლებიც, პირველ რიგში, ეხება ადამიანის უფლებებს, ტურისტული და სხვა სფეროების შესაბამისობას ევროსტანდარტებთან.
ევროკავშირში შესასვლელად 2 ეტაპი გვაქვს გასავლელი. პირველ ეტაპზე ჩვენ გაგვაჩნია მხოლოდ ვალდებულებები, ხოლო გაწევრინების შემდეგ შევძლებთ საუბარს პრივილეგიებზეც. აღსანიშნავია ისიც, რომ ,,ბრმად’’ არ უნდა შევასრულოდ ყველა ვალდებულება და უნდა გვახსოვდეს ეროვნული მენტალისტეტი, ხალხის განწყობა, რათა არ მოხდეს ქვეყნის დაშლა.
თქვენი შეფასებით, არის თუ არა საქართველო, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის?
ევროკავშირში გაწევრიანებისათის, საზოგადოება მზად უნდა იყოს მიიღოს ევროპული სტანდარტები, წესები. დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართელო არ არის ცვლილებებისთვის მზად და ამის შეცვლა რთული პროცესი იქნება. გარდა ამისა, არის სოციალური პრობლემები, უმუშევრობა, რომლის გადაჭრასაც დრო სჭირდება. პარაფირების მოხდენა არის სწორად გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ მსოფლიოს გამოცდილების გათვალისწინებით, ვფიქრობ, მცდარია იმის წარმოდგენა, რომ უკვე მომავალ წელს ევროკავშირში ვიქნებით.
რამდენად იმოქმედა 2013 წელს ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე საქართველოსთან ხელშეკრულების პარაფირების თაობაზე?
რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო, რომ არჩევნებზე ტოტალური გაყალბებეი არ ყოფილა დამტკიცებული. თუმცა რადგან ამ თემას შევეხეთ, ავღნიშნავ, რომ სარეზიდენტო არჩევნები უინტერესო მშვიდად ჩატარდა, მაგრამ არც თუ, ისე სამართლიანად. არ მგონია ვინმემ დაიჯეროს, რომ ბაქრაძე ორჯერ მეტად პოპულარული იყოს, ვიდრე ბურჯანაძე. არჩევნების ჩატარებამდე ბურჯანაძე არც თუ ისე ჩამორჩებოდა მარგველაშვილს და ერთ თვეში ისე შეიცვალა საზოგადოებრივი აზრი, რომ ასეთი შედეგი მივიღეთ…
საქართველოში კიდევ ბევრი მოვლენა ართულებს გზას ევროპისაკენ, რომლის შედეგს თვალნათლივ ვერ ვხედავთ. ცოტა ხანში გვეტყვის ევროკავშირი: ,,ბევრი გააკეთეთ, მაგრამ კიდევ ბევრი რამ გაქვთ გამოსასწორებელი’’. იგივე ვითარება შეიქმნება, რაც ნატოსთან დაკავშირებით მოხდა. რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოსთან პარტნიორობას აგრძელებენ და ამავე დროს რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორებად რჩებიან. მიმაჩნია, რომ საკვანძო სიტყვაა ,,სტრატეგიული’’ და ჩვენ ვიგულისხმებით როგორც რიგითი პარტნიორები.
თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს ვილნიუსის სამიტის შედეგები საქართველოს შიდა პოლიტიკაზე?
არ მიმაჩნია, რომ რაიმე გავლენას იქონიებს შიდა პოლიტიკაზე. ჩემი აზრით, ასოცირებას ხელს მოვაწერთ, მაგრამ შემდგომ ყველაზე რთული პერიოდი იწყება, როდესაც პიკს აღწევს ვალდებულებები. ქვეყანაში, სადაც მდიდრები უფრო მდიდრდებიან და ღარიბები ღარიბდებიან, პრეზიდენტის პირველი განკარგულება კი საკუთარი ხელფასის ზრდა არის, რთული იქნება ამ ვითარების შეცვლა. სამიტზე ასევე განხილული იყო უვიზო მგზავრობა, რომელიც უფრო გამკაცრდება. საზოგადოება უნდა მიხვდეს, რომ მგზავრობა კი არ გამარტივდება, არამედ ვიზის გადასახადი გაიაფდება. ამის შესახებ ჩვენი ხელისუფლება სდუმს.
ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, ხელშეკრულების პარაფირების შემდგომ ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობაში რა სტრატეგია უნდა აირჩოს. უნდა ველოდოთ თუ არა მათგან პროვოკაციებს?
რასაკვირველია, უნდა დაიწყოს ფართომაშტაბიანი მოლაპარაკებები. შემდგომი ეტაპისთვის გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს, აუცილებელია შეხვედრის გამართვა. რუსეთი არის ჩვენი მეზობელი და ჩვენ 2 არჩევანი გვაქვს: ან მივიღოთ ისეთი, როგორიც არის და ჩვენი კრეატიული, დიპლომატიური გადაწყვეტილებებით ცოტა კეთილგანწყობილი გარეგნული ფასადი შევქმნათ ან ავირჩიოთ ის პოზიცია, როგორიც ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ გააჩნდა, რომ რუსეთი ცუდია და გავწყვიტოთ ყოველგვარი კონტაქტი. გეთანხმებით, რომ ოკუპირებული ტერიტორიების თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ყველაზე პრიორიტეტული საკითხი. იაპონიის ტერიტორიების მაგალითი გავითვალისწინოთ. აფხაზეთზე და ოსეთზე დიდი ტერიტორია აქვს ოკუპირებული რუსეთს. ამის მიუხედავად იაპონიის ელჩმა ჩვენთან დაკავშირებით განაცხადა: ,, ჩვენ თუ შევცვალეთ მოქმედების სტრატეგია, თქვენ რატომ ვერ შეცვლით’’.
უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის ყველაზე მტკივნეული საკითხია ჩვენი ნატოში შესვლა და არა ევროკავშირში გაწევრიანება. პუტინს არაერთხელ დაუფიქსირებელია საკუთარი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. გარდა ამისა ქართულ დიპლომატიას პოლიტიკური ნება არ გააჩნია ნატოს განუცხადონ, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. რასმუსენის აღნივნით საქართველო ძალიან დაუახლოვდა ნატოს, თუმცა იმავე გამოსვლაზე განაცხადა, რომ ცოტათი დაახლოება შეინიშნება. შესაბამისად ჩნდება კითხვა, რას დავუჯეროთ? გერმანიის ელჩმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს გამო ნატო რუსეთთან ურთიერთობებს არ გაიფუჭებს, ამიტომ რეალური სინამდვილე ასეთია, რომ სანამ რუსეთი ნატოს გადმოსვლას აღიქვამს, როგორც სასიკვდილო საფრთხეს, მანამდე ჩვენ ნატოში არ მიგვიღიბენ, თუ არადა ნატოს მხრიდან უნდა იყოს განმტკიცებული პოლიტიკური ნება.
როგორც ავღნიშნე, ევროკავშირის საკითხს რუსეთი სერიოზულად არ მიიჩნევს, რადგან ევროკავშირში, სამწუხაროდ, არც თუ ისე მალე გავწევრიანდებით. ჩემი აზრით, რუსეთს საქართველოს ტერიტორია არ აინტერესებს. ოკუპირების დროს მათი მთავარი მიზანი იყო, ხელი შეეშალათ ნატოში ჩვენი გაწევრიანებისათვის. მედვედევმა და პუტინმა განაცხადეს, რომ თუ საქართველო ნატოსკენ გადადგავს ნაბიჯს, მაშინ რუსეთი ისე მოიმოქმედებს, როგორც საჭიროდ ჩათვლია. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ რუსეთის მიმართ საჭიროა ელასტიური პოლიტიკა გატარდეს.
საქართელოს ახლანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, როგორ შეიცვლება რუსეთთან არსებული ურთიერთობები? იქონიებს თუ არა ეს გავლენას სავაჭრო სფეროზე, მოსაოდნელია თუ არა ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან კვლავ ემბარგო დაწესდეს?
მიმაჩნია, ვაჭრობის სფერო არ გაუარესდება, რადგან ჯერ ისეთი რაოდენობის პროდუქცია არ მიეწოდება რუსეთში, რომ მათ დასჭირდეთ ემბარგოს დაწესება. თუ 3-4 წელიწადში მოხდა ევროკავშირთან ასოცირება, მაშინ, რასაკვირველია, რუსეთი მოიმოქმედებს. რუსეთში კარგად იციან პარაფირების ფასი რა არის. ჩვენთან ძალიან ცოტა ადამიანმა იცის და იმათაც აღნიშნული პოლიტიკურ საიდუმლოებად აქციეს. ხელისუფლება არ გვეუბნება, ევროკავშირთან მიმართებით რა ვალდებულებები გვექნება შესასრულებელი, ისიც გასარკვევია, დავიწყეთ თუ არა ამ ვალდებულებებისთვის მზადება…
თქვენი შეფასებით, საქართველოში მომავალი ერთი წლის განმავლობაში რა უნდა იქნეს გამოსწორებული თუ განხორციელებული, რაც განაპირობებს საბოლოოდ ევროკავშირის ოჯახში ღირსეულ შესვლას? რა სახის რეფორმებზეა საუბარი?
მთავარი რეფორმები უნდა გატარდეს სოციალურ სფეროში. მთელი საიდუმლოება იმაშია, რომ რეფორმებმა არ უნდა გახადოს რეფორმატორი არაპოპულარული. ჩვენთან არ არიან გაიდარის მსგავსი ადამინაები, რომელმაც იცოდა, რეფორმას გაატარებდა და უნდა წასულიყო პოლიტიკიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეიძულებდნენ. რეფორმატორი არავის არ უყვარს. კარგი რეფორმა მაშინ არის, როდესაც ცხოვრების პირობების ცოტახნით გაუარესება ხდება, რათა შემდგომში ბევრად გაუმჯობესდეს. სამწუხაროდ, ჩვენთან წარმოუდგენიათ, რომ რეფორმას გაატარებენ და ისევ თანამდებობაზე დარჩებიან, ამიტომ არც ერთი რეფორმა, რომელიც ხალხის ცხოვრბის დონეს ეხებოდა სოციალურ სფეროში წარმატებული არ ყოფილა. რა თქმა უნდა საქართველოში ბევრი კარგი რეფორმაც გატარდა: პოლიციასთან დაკავშირებით და ეს მოწონებული იყო, მაგრამ რეფორმა რომელიც განათლების სისტემას, მეცნიერების სისტემას შეეხება არ ყოფილა წარმატებული. არ შეიძლება 20-30 წლიანი რეფორმები იყოს. ამიტომ მიმაჩნია, რომ დროა სოციალურ სფეროში სათანადო ცვლილებები გატარდეს.
25.12.13
მარინა ფიდუაშვილი