3 აგვისტოს, შოვში მომხდარ სტიქიას 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე ეძებენ 5 დაკარგულს. გარდაცვლილებს შორის იდენტიფიცირებულია 36 წლის ნიკოლოზ ჩალაძე, რომელიც მეწყერის ჩამოწოლის დროს, შოვში სამუშაოდ იმყოფებოდა.
ფეისბუკის ჯგუფში – „რაჭა“ნიკოლოზის ოჯახის შესახებ წერენ და მოქალაქეებს მათ დასახმარებლად გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.
„შოვის ტრაგედიას შეეწირა ჩემი პატარა ლაგვანთის ერთ-ერთი მცხოვრები ნიკა ჩალაძე. ნიკა უაღრესად კეთილი და მშრომელი ადამიანი იყო, ყველას გვიყვარდა სოფელში.
მას მუდმივი სამსახური არ ჰქონდა (რაჭაში რთულია მუდმივი სამსახურის შოვნა) ის მუშაობდა მშენებლობებზე და ტრაგედიის დღესაც სწორედ სამუშაოდ იმყოფებოდა შოვში.
ნიკას დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. ხუთი წლის დემეტრე და წლინახევრის დათუჩა, რომელსაც აქვს დაუნის სინდრომი, მას განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება.
შოვის ტრაგედიამ უამრავი ადამიანი გააერთიანა, სოლიდარობის არაერთი მაგალითი ვიხილეთ.
ახლაც, ამ ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება, გავერთიანდეთ ნიკოლოზის ოჯახის მხარდასაჭერად, თქვენს მიერ გაღებულ თითოეულ ლარს შეუძლია შეცვალოს ბავშვების მომავალი.
ლიბერთი ბანკი, ანგარიშის ნომერი: #GE72LB0711182522606000
მიმღები: ეკა გოგლიძე (ნიკოლოზის მეუღლე)“ – წერს გვანცა თაგვაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, 3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა, მაშველები სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ 5 ადამიანს.