რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში წმინდა ლომისის ტაძრის კარი აჭედეს. ინფორმაციას ამის შესახებ “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი, დავით ქაცარავა Facebook-ის საშუალებით ავრცელებს.
“დღეს, პატრულირებისას აღმოვაჩინეთ, რომ ღორმა ოკუპანტებმა, გორის რაიონის სოფელ კირბალის წმინდა ლომისის ტაძრის ,შესასვლელი კარი აჭედეს. მართალია, ეს ტაძარი ოკუპირებულია, მაგრამ იცვლება ამით რამე? აი ამ ღორებს უწოდებთ ერთმორწმუნეებს? ამათთან გაქვთ საერთო ქრისტიანული ღირებულებები? საქართველოს მთავრობა აი ამ ღორისშვილებთან ათბობთ ურთიერთობებს???”, – წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.