დროებით ოკუპირებულ გუდაუთაში რუსი ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა.
,,ფსოუ-ენგურის გზატკეცილის 85-ე კილომეტრზე, სოფელ ფსირტშასთან, ერთმანეთს მერსედესისა და ტოიორას მარკის ავტომობილები შეეჯახა. ინციდენტის შესახებ სიგნალი საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ 02:49 საათზე მიიღო”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცნობილია, რომ ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.