დღეს თბილისში შოვის სტიქიისას დაღუპული გვანცა ბუბაშვილი დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გაიმართა.
ცნობისთვის, შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც დღეს, 29 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, გიორგი ნოდარიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამჟამად 2 დაღუპულის იდენტიფიცირება მიმდინარეობს და 2 ადამიანს ისევ ეძებენ.
ბოლო მონაცემებით, 31 გარდაცვლილია ნაპოვნი.