შოვში ტრაგიკულად დაღუპულ სალომე ხეთაგურს, მეგობარი სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს.
,,მიყვარს ჩვენი ერთად გატარებული ყოველი დღე, მიყვარს ჩვენი ბავშვობის მეგობრობა, დაქალობა და საერთოდ ყოველი დღე.
მიჭირს ამ ემოციის გამოხატვა, რასაც ახლა ვგრძნობ.
ყოველ წელს გაბრწყინებული თვალებით გველოდებოდი რაჭაში, შენს დაბადების დღეზე, როდის შემოვაღებდით კარს… და როცა დავაპირეთ, რომ ამ დღეს ყველა ერთად ბედნიერად შევხვედროდით და ჩამოვსულიყავით ეს საშინელება მოხდა და დაგვტოვე… ჩემი ნაწილი ხარ.
მიჭირს შენს გარეშე, რთულია როცა ვერანაირი სიტყვა ვერ გაძლევს იმედს, რთულია დამშვიდება და ფიქრი იმაზე, რომ სადაც ხარ, კარგად ხარ…
მიყვარხარ, გილოცავ დაბადების დღეს…”, – წერს გვანცა ნაოჭაშვილი სოციალურ ქსელში.