“ძალიან დიდი ნალექი იყო, ცოტა დროის განმავლობაში, რამდენიმე საათის განმავლობაში, არ ვიცი ახლა ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში მე ნამდვილად არ მახსოვს. პრობლემები შეიქმნა გარკვეულ უბნებში და არა მთელი თბილისის მასშტაბით. იყო პრობლემები გლდანის რაიონში, ასევე დიდუბეში ერისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეს სივრცე, სადაც ჩვენ ვიმყოფებით [მარჯვენა სანაპირო, თამარ მეფის პანდუსთან] ახლაც მუშაობს ჩვენი შესაბამისი სამსახურები”.
თქვა თბილისის მერმა, კახი კალაძემ. თბილისში წვიმამ პრობლემები შექმნა, დაიტბორა გზები, მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, ზოგიერთ უბანში წყალი ჩავიდა სადარბაზოებში, ლიფტებში და სახლებში.