გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე გასულ ღამეს ძლიერი წვიმის შედეგად გლდანის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის დატბორვას გარემოვაჭრეებს აბრალებს. მისი თქმით, წყალი სანიაღვრე სისტემებმა იმის გამო ვერ გაატარა, რომ მოვაჭრეები ცხაორებს ხსნიან და ინვენტარს მალავენ:
“ბადე, რომელიც ადევს ამ ცხაორს თავზე, იმაში ფიზიკურად ყუთს ვერ ჩაიტანდა წყალი. ამოღებულია და ჩაყრილია სპეციალურად. გვაქვს გარკვეული პრობლემები გარემოვაჭრეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არ ვაძლევთ იმის უფლებას, რომ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ივაჭრონ და არის შემთხვევები, რომ თავის ინვენტარის დამალვის მიზნით, ხდება ამ ცხაორების მოხსნა და შიგნით ჩალაგება” ამბობს ზარნაძე.