ალექსი პეტრიაშვილი და ფილიპ დიმიტროვი ევროკავშირისგან საქართველოსთვის 27 მილიონი ევროს დახმარების გადმოცემის თაობაზე შეთანხმებას მოაწერენ ხელს
დღეს, 13:30 საათზე, მთავრობის კანცელარიაში მე-8 სართულზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი ევროკავშირისგან საქართველოსთვის 27 მილიონი ევროს დახმარების გადმოცემის თაობაზე შეთანხმებას მოაწერენ ხელს.
26.12.13