დერმატოლოგ – ვენეროლოგი ზაზა თელია D ვიტამინისა და ომეგა 3-ის დანამატის სახით მიღების ბუმზე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მათი მიღება კორონავირუსის პანდემიის დროს უფრო პოპულარული გახდა.
ზაზა თელიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.
„D ვიტამინი და ომეგა-3 – სუპერმენი არ არსებობს
ბოლო პერიოდია საქართველოში D ვიტამინის დანამატის სახით მიღების ბუმია, ასევე კატასტროფულად გაზრდილია 25(OH)D ლაბორატორიული კვლევის დანიშვნა ექიმების მხრიდან, ასევე ის ლამის რუტინულ კვლევად იქცა და პროფილაქტიკის მიზნით მისი მიღება “მოდაშია” და ეს “მოდა” კოვიდ-19-ის დროს უფრო პოპულარული გახდა.
📍 სამეცნიერო მტკიცებულებათა სწრაფი მიმოხილვა
…..და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია რენდომიზირებულმა კვლევებმა…..
1. რამოდენიმე ობსერვაციული კვლევა ირწმუნებოდა, რომ D ვიტამინის ნაკლებობა ასოცირებულია კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მომატებულ რისკთან.
და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია 26 000 ადამიანზე ჩატარებულმა რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ
დასკვნა: D ვიტამინის დანამატის სახით მიღებამ ვერ აჩვენა უფრო დაბალი რისკი კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკისა პლაცებოსთან შედარებით.
2. ობსერვაციული კვლევები ირწმუნებოდნენ დაბალი D ვიტამინის მაჩვენებლის დროს დიაბეტის განვითარების რისკზე.
და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია 2423 ადამიანზე ჩატარებულმა რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ
დასკვნა: D ვიტამინი დანამატის სახით მიღება არ ამცირებს ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკ პლაცებოსთან შედარებით.
3. ობსერვაციული კვლევები ირწმუნებოდნენ დაბალი D ვიტამინის კავშირს ვარდნასთან ხნიერ ადამიანებში.
და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ
დასკვნა: D ვიტამინის მიღება არ ამცირებს ტრავმულ ვარდნის შემთხვევებს ხნიერ ადამიანებში.
4. მართლა სუპერმენია D ვიტამინი?
ანუ შეუძლია მას სიცოცხლის გადარჩენა?
და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია 36 282 ადამიანზე ჩატარებულმა რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ
დასკვნა: დანამატის მიღება – კალციუმი + D ვიტამინი არ ამცირებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში პლაცებოსთაბ შედარებით.
5. D ვიტამინი და კოვიდ- 19
რამდენიმე კვლევა მიუთითებდა კოვიდ – 19-ით ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში დაბალი D ვიტამინის მაჩვენებელზე.
და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია 443 734 ადამიანზე ჩატარებულმა რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ.
🛑 დასკვნა: D ვიტამინის მიღებას დანამატის სახით არ გააჩნია დამცველობითი ფუნქცია კოვიდ 19-გან, ხოლო მთავარი მაჩვენებელი გახლდათ ის რომ ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და დაავადების რთული მიმდინარეობა პირიქით უფრო დაბალი გახლდათ იმ პაციენტებში რომლებსაც ჰქონდათ D ვიტამინის ნაკლებობის გენეტიკური წინასწარგანწყობა.
შეჯამება: D ვიტამინი დანამატის სახით არ უნდა იქნას მიღებული პროფილაქტიკის მიზნით კოვიდ-19 საწინააღმდეგოდ, ამით შესაძლებელია მივიღოთ ზიანი, არათუ სარგებელი.
🛑 ომეგა-3 👉 სუპერმენი არ არსებობს
ბოლო პერიოდია ძალზედ პოპულარული გახდა ომეგა-3 დანამატის სახით მიღება არამარტო საქართველოში არამედ მსოფლიოს მასშტაბი.
🛑 აქვს თუ არა დანამატის სახით მის მიღებას ბიოლოგიური ეფექტი?
🛑 ყველაფერი დაიწყო ესკიმოსებიდან…..
II მსოფილო ომის შემდგომ ესკიმოსების პოპულაციაზე დაკვირვების შედეგად გრენლანდიასა და ალიასკაზე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევალენტობა (ავადობა) ძალიან დაბალი იყო.
ისინი, რა თქმა უნდა, მოიხმარდნენ დიდი რაოდენობით თევზეულს და სელაპის ხორცს.
მას შემდეგ წლების განმავლობაში მრავალი კვლევა გამოქვეყნდა რომელიც ასკვნიდა 👉 ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებს აქვს უნარი მოახდინოს გავლენა ჯანმრთელობაზე, დაავადებების მიმდინარეობაზე, ასევე შეუძლია პრევენციის მოხდენა დაავადებების განვითარების როგორებიცაა:
• გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
• ჰიპერლიპიდემია
• ტიპი 2 დიაბეტი
• სხვადასხვა სიმსივნეები
• მენტალური პრიბლემები
• ალცჰაიმერის დაავადება
• დეპრესია და შფოთი
• გულის უკმარისობა
• ხერხემლის დისკის პრობლემები
• ყურადღების დეფიციტის დარღვევა
• მენოპაუზა
• რევმატოიდული ართრიტი
• ასთმა
• პერიოდონტიტი
• ეპილეფსია
• ქიმიოთერაპიის მიმართ ტოლერანტობა
• პრემენსტრუალური სინდრომი
• ღვიძლის არა-ალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება
ეს იყო კვლევები რომლებიც სწავლობდნენ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები ასოციაციას (ასსოციატიონ) ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მოხმარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა კავშირს (რელატიონსჰიპ) !!!!
🛑 და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია რენდომიზირებულმა პლაცებო-კონტროლირებადმა კვლევებმა, ასევე ჩვენამდე მოაღწია ამ კვლევების მეტა-ანალიზმა
🛑 86 ჩატარებული რენდომიზირებული კვლევის მეტა-ანალიზის შედეგად, რომელშიც მონაწილებდა 162,000 ადამიანი – ომეგა-3 მიღებით ვერ იქნა ნანახი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება, ასევე ვერ იქნა ნანახი მიოკარდიუმის ინფარქტის შემცირება, ასევე ვერ იქნა ნანხი ინსულტის შემცირების რისკი.
🛑 სამეცნიერო მონაცემების თანახმად – მართლაც შემცირდა გულის კორონარული დაავადების რისკი, მაგრამ…….
წლების განმავლობაში 334 პაციენტს სისტემატიურად უნდა მისცე ომეგა-3 დანამატის სახით იმისათვის რომ მოახდინო გულის პრობლემით გამოწვეული 1 სიკვდილის შემთხვევის პრევენცია.
🛑 გარდა ამისა, ჩვენამდე მოაღწია……ექვსმა კვლევამ ალცჰეიმერის დაავადების და სამმა კვლევამ დემენციის შესახებ, ასევე დეპრესიის შესახებ🗨 მონაწილეობდა 600-800 ადამიანი, მონაწილეობდა 18 353 ადამიანიასევე ვერ იქნა ნანახი ომეგა-3 დადებითი ეფექტი🛑 და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია….31 პლაცებო-კონტროლირებადმა კვლევამ დეპრესიის და შფოთის დარღვევის შესახებ50,000 მონაწილე – ვერ იქნა ნანახი პოზიტიური შედეგი ომეგა-3 მოხმარებით🛑 პოტენციური გვერდითი ეფექტებისაჭმელი ან კანფეტი არ გეგონოს…….და ჩვენამდე მოაღწია…..ომეგა-3 და D ვიტამინის დანამატის სახით მიღების გავლენა წინაგულთა ფიბრილაციის პრევენციის კუთხითომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების კონკრეტული დოზირების მიღების შემთხვევაში იზრდება წინაგულთა ფიბრილაციის რისკი🛑 გამდიდრება2019 წელს ომეგა-3 გლობალურმა გაყიდვამ შეადგინა $4.1 მილიარდი.ეს მაჩვენებელი სავარაუდოა გაორმაგდეს 2025 წლისთვის.🛑 რატომ?ალბათ იმიტომ რომ მოსახლეობას დედამიწაზე ძლიერ სჯერათ მის “სუპერმენობაში” და სჯერათ რომ რომ ის სასარგებლოა.მაგრამ წინაგულთა ფიბრილაციის რისკი ვის ანაღვლებს, D ვიტამინის არ იყოს………სუპერმენი კი სამწუხაროდ არ არსებობს🛑 ბოლო 2 წელიწადში ჩატარებული რენდომიზირებული რამოდენიმე კვლევის მიხედივით ომეგა-3 მიღების მოხმარების შედეგად წინაგულთა ფიბრილაციის რისკი მატება დაფიქსირდა“, – წერს ზაზა თელია სოციალურ ქსელში.