ხონში, კიჩხის კანიონთან ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცი ცნობილი ექიმ-ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის ძმაა.
როგორც ცნობილია, 35 წლის ავთო კულუმბეგოვი კინჩხაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო დამთვალიერებლებს მანქანიდან გადმოსვლა და გზის ფეხით გაგრძელება მოუწიათ, ერთ-ერთ მათგანს ფეხი დაუცურდა და გადავარდა.