თბილისში ეძებენ თორნიკე კიკნაძეს, რომელიც მეხუთე დღეა, გაუჩინარებულია. ახლობლების თქმით, მასთან კონტაქტი ბოლოს 1-ელ სექტემბერს ჰქონდათ.
გაუჩინარებულის ნათესავების ინფორმაციით, ახალგაზრდა ავჭალაში, შუადღის საათებში სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
„გთხოვთ დამეხმაროთ, მეხუთე დღეა არ გამოჩენილა. თუ ვინმემ შენიშნეთ სადმე, ნებისმიერი ინფორმაცია მომაწოდეთ“, – წერს დაკარგულის ახლობელი.