საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ხვალ პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიაბეულ სხდომაზე წარსდგება.
დავით ზალკალიანი დეპუტატებს ინფორმაციას მიაწვდის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის, ძირითადი მიმართულებების და მოლაპარაკების პროცესში მიღწეული შდეგების თაობაზე.
„მიმდინარე წელს ამ ფორმატში გაიმართა 4 რაუნდი, საგარეო საქემთა სამინიტრო პარლამენტს მოლაპარაკებების ძირითად მიმართულებებსა და უკვე არსებულ პოზიტიურ შედეგებს წარუდგენს, გააცნობს ასევე მომავალ წელს დაგეგმილ მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციის ძირითად პრიორიტეტებსა და გეგმებს. პრიორიტეტები კვლავინდებურად უცვლელი დარჩება ორივე სამუშაო ჯგუფისთვის.
პირველი ჯგუფი იმუშავებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საკითხებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღების მიმართულებით, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფის პრიორიტეტად კვლავინდებურად დარჩება იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ დისკუსიის გაგრძელება და ამ მხრივ გარკვეული პოზიტიური შედეგების მიღწევა“, – აცხადებენ სამინისტროში.
დავით ზალკალიანის განმარტებით ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი, სადაც საქართველოს საშუალება ეძლევა ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლებსა და რუსეთის ფედერაციას არსებულ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე ესაუბროს.
მისი თქმით, წითელი ხაზების არსებობის გამო პროცესი ურთულესია, თუმცა ფაქტი, რომ მოლაპარაკებები საერთაშორისო თანამეგობრობის თანდასწრებით მიმდინარეობს და საქართველო არ არის წარმოდგენილი პირისპირ რუსეთის ფედერაციასთან დიდ იმედებს იძლევა. „ყველაფერ ამის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მომავალ წელსაც შენარჩუნება“ – დასძინა დავით ზალკალიანმა.
26.12.13