საწყისი ყველაფერს აქვს – მათ შორის, იმ მიზეზებსა და მიზნებს, რომლებსაც ჩვენ გზადაგზავპოულობთ. ასევეა მაშინაც, როცა ადამიანი, არსებული მოცემულობებიდან და უნარებიდანგამომდინარე, ეძებს საქმიანობას, რომელიც მისი ყოველდღიურობა ხდება.
თინათინ იობაშვილი პროფესიით ტიხრული მინანქრის სპეციალისტია, ამჟამად, პოლიმერულითიხისგან ხელნაკეთ ნივთებს ქმნის. ისინი არის ფერების, განწყობის, გემოვნებისა დასიმყუდროვის სინთეზი – ადამიანს რომ სურვილს გაუჩენს, იყოს თუნდაც ერთი მათგანისმფლობელი. უფრო დეტალურად, ის „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა.
ჩემი პროფესია არის ტიხრული მინანქარი და ვერცხლი, ალბათ, ესეც დამეხმარა, ხელოვნების სხვა დარგშიც მეპოვა თავი. შევქმენი ჩემი ფეისბუქ გვერდი – Tinatini• თინათინი და ვმუშაობ სახლიდან, ვცდილობ, სიახლეები და მაღალი ხარისხი შევთავაზო ხელოვნებისმოყვარულ ადამიანებს და არ გავუცრუო იმედები.
როგორც ხელოვანი აღნიშნავს, ის თვითნასწავლია და ჯერ 3 წელია, რაც ნამუშევრებს ქმნის.
ძირითადად, ვაფორმებ ჭიქებს. ვარ თვითნასწავლი. 3 წელია, რაც დავიწყე ამ საქმეზემუშაობა, თავიდან ვუყურე ბევრ ვიდეოს, შემდეგ ვცადე და მივხვდი, რომ ვიპოვე ის, რაც ჩემიადა დავიწყე მუშაობა. ძალიან ბევრი ქმნის საქართველოში საოცრებებს, მეც ვცდილობ, ჩემებური სიახლეები და ფერები შევიტანო ჩემს ჭიქებში, არ მივბაძო სხვებს და ჩემებურიხედვით გავაფორმო ჭიქები თუ სხვადასხვა აქსესუარი.
თინათინის თქმით, ის ნამუშევრების ყველა დეტალს ხელით ქმნის, პროცესი კი საკმაოდშრომატევადია.
პოლიმერულ თიხაზე მუშაობა დავიწყე პანდემიის დროს. თითოეულ დეტალს ვძერწავ ხელით, მანამდე – გონებაში უკვე შექმნილი მაქვს კომპოზიცია, ფერები და გადამაქვს ჭიქაზე. პროცესი საკმაოდ რთული და შრომატევადია, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ ის გამოდის, რაცჩაიფიქრე, უდიდეს სიამოვნებას იღებ, მომხმარებელი რომ ბედნიერია, უამრავ თბილსიტყვას და ემოციას გიგზავნის, ამ დროს კიდევ უამრავი იდეა იბადება.
ჩვენთან საუბრისას, თინათინ იობაშვილი ხაზს უსვამს, რომ მის მიერ დამზადებულ ჭიქებსმხოლოდ რეკორაციული დატვირთვა არ აქვს და ისინი გამოიყენება როგორც ცხელი, ისე – ცივისასმელის შემთხვევაში.
ძალიან ბევრს ჰგონია, რომ ამ ჭიქებს მხოლოდ დეკორაციული დატვირთვა აქვს, ჩვეულებრივად, შესაძლებელია ყოველდღიურად მოხმარება როგორც ცივ, ასევე, ცხელსასმელზე, მასალაც არის აბსოლუტურად უსაფრთხო, არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს. ზუსტად ამიტომ შევარჩიე ეს საქმე, რადგან ვმუშაობ სახლში, ორ პატარასთან ერთად.