გია ბაღაშვილი შვილებთან ერთად იტალიაში, რომში მოგზაურობს.
ის აქვეყნებს ფოტოებს ვოიაჟიდან და სტატუსს, სადაც ამ მოგზაურობას აღწერს:
„ჩემი ნინი და ლიზა პირველად მყავდა რომში. საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე „მარადიულმა ქალაქმა”. მოეწონათ ყველაფერი, თუმცა განსაკუთრებით აღფრთოვანდნენ ვატიკანის მუზეუმითა და წმინდა პეტრეს ტაძრით. კიდევ ერთი რამ ჩარჩათ გულში განსაკუთრებულად – საქვეყნოდ ცნობილი და მართლაც უგემრიელესი რომაული ნაყინი.
ნათქვამია, ყველა გზა რომში მიდისო, მაგრამ ჩვენი გზა, საბედნიეროდ, ყოველთვის სამშობლოში ბრუნდება და აი, უკვე დავუბრუნდით მშობლიურ, უთბილესსა და უსაყვარლეს ქალაქს – ჩვენს თბილისს!“