ქუთაისში გარდაცვლილი ექიმის, მონიკა დანელიას მეუღლე, ვახო კუპრაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავთ.
,,ჯოჯოხეთის არსებობის არ მჯეროდა, მაგრამ ის აქ არის. თანახმა ვარ, ვიცხოვრო და ვიბრძოლო ამ ჯოჯოხეთში, შენს გამო, ჩვენი პატარების გამო… უზომო სიყვარული გაგაჩნდა ჩემდამი და ჩვენი შვილების მიმართ. არასოდეს მომასვენებს კითხვა, როგორ შეძელი და მიგვატოვე… იცი, 4 წლის შვილს ვემალები, რომ არ მკითხოს: დედა სად არის? მიყვარხარ სამუდამოდ.
არასოდეს ვეცდები, ვინმემ შენი თავი შემიცვალოს”, – წერს გარდაცვლილი გოგოს ქმარი სოციალურ ქსელში.