სისხლში ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებელი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც გულის დაავადებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის რისკებს ზრდის. არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ქოლესტერინის დონის დარეგულირებაში გვეხმარება, თუმცა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგის, თეონა გოგიტიძის თქმით, უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის შეცვლა და ჯანსაღი კვება. ენდოკრინოლოგი პასუხობს „ბათუმელების“ კითხვებს – რომელი საკვებია კატეგორიულად დაუშვებელი მაღალი ქოლესტერინის დროს, რომელი – სასარგებლო და რატომ.
- თავიდან რომ განვსაზღვროთ, რა არის მაღალი ქოლესტერინის რისკ-ფაქტორები?
ქოლესტერინის მაღალი დონის რისკ-ჯგუფში არიან პაციენტები, ვისაც აქვს პირველ რიგში გენეტიკური წინასწარგანწყობა მაღალი ქოლესტერინისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების მიმართ; ის პაციენტები, ვისაც აქვთ ჭარბი წონა/გაცხიმოვნება და დაბალი ფიზიკური აქტივობა; ასევე, ადამიანები ,რომელთაც აწუხებთ არტერიული ჰიპერტენზია და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.
- რა მნიშვნელობა აქვს მკურნალობის პროცესში ცხოვრების არაჯანსაღი წესის შეცვლას?
ეს უცილებელი პირობაა. სამწუხაროდ, კვების რაციონში ე.წ. ფასთ ფუდის მოჭარბებამ და არანორმირებულმა სამუშაო რეჟიმმა, მოამატა წონა და შეგვიმცირა ფიზიკური აქტივობა; ფიზიკური აქტივობის მომატება ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი ჯანმრთელობისთვის. მართალია, პირდაპირ ქოლესტერინის დაქვეითებას არ იწვევს, მაგრამ იწვევს წონის კორექციას, ხელს უშლის ჭარბი წონის განვითარებას და იმას, რომ არ დაირღვეს ცხიმოვანი ცვლა.
ჯანსაღი ცხოვრების წესი ასევე გულისხმობს ისეთ მავნე ჩვევებზე უარის თქმას, როგორიცაა თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება.
- როგორი საკვები არ უწყობს ხელს ან აძლიერებს ქოლესტერინის დონის მატებას?
წყარო : ბათუმელები