იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, მუხლი, შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს.
არასრულწლოვანის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მეცხრე კლასელ მოსწავლეზე ძალადობა თანაკლასელების მხრიდან სისტემატურად ხორციელდებოდა – არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ ოჯახს აცნობა.
უფლებადამცველის თქმით, ამის შესახებ იცოდა სკოლის ადმინისტრაციამ, თუმცა პოლიცია საქმეში მხოლოდ იურისტის მიმართვის საფუძველზე ჩაერთო.