იმერეთის რაიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლეს თანასკოლელები, თანაკლასელები თვითდაზიანებების მიყენებას აიძულებდნენ- ამის შესახებ ფეისბუკში ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც თან ერთვოდა მუქარის შემცველი წერილის სურათი. ამავე ფოტოში ჩანს, რომ წერილთან ერთად სკოლის მოსწავლეს ბასრი საგანი გაუგზავნეს იმისთვის, რომ მას თვითდაზიანებები მიეყენებინა. მომხდარ ფაქტზე შსს – მ გამოძიება დაიწყო.
მომხდარს მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ეს ნორმალურია ეხლა???????? სკოლა დუმსო! ვინ გაზარდა ეს ავადმყოფი! მშობლებია ჯერ გამოსაკვლევი სად იზრდება ეს ეშმაკის ნაშიერი!!!! ძალიან მარტივია, მოიწვიონ ექსპერტი და ნახოთ ვისი ხელწერაა კალიგრაფიის მიხედვით. ეს რა ჯანდაბაა!“ – წერს შერმადინი.