ისრაელში მოღვაწე მომღერალი კაკული გურიელაშვილი, რომელიც ოჯახთან ერთად აშკელონში იმყოფება, იქ არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს.
მისი თქმით, ტერორისტები რასაც ახლა აკეთებენ, მსგავსი საშინელი ფაქტები მსოფლიოს არ ახსოვს.
„ახლა ძალიან მძიმე სიტუაციაა, რადგან ყოველ წუთს რაკეტებს ისვრიან. ოჯახები გაანადგურეს, ფეხმძიმე ქალებს მუცლები გადაუჭრეს, ასეთი რამ მსოფლიოში არ მომხდარა. მინდა მადლობა გადავუხადო ისრაელის ჯარს და მთავრობას, რომ ჭირშიც და ლხინშიც ვართ ერთად. მგონი ეს მოგვაგებინებს ამ ომს“, – ამბობს კაკული გურიელაშვილი „ტვ პირველთან“.