ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი რჩეულის, ნიცა თავაძის ქორწილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
წყვილმა ჯვარი გუშინ, 16 ოქტომბერს დაიწერა. ჯვრისწერის შემდეგ კი, საქორწინო წვეულებამ ერთ-ერთ რესტორანში გადაინაცვლა, სადაც სიძე-პატარძალმა ტრადიციული საქორწილო ტორტის გაჭრის ცერემონიალიც მხიარულად ჩაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში განხილვა მოჰყვა სადა საქორწილო ტორტს. საზოგადოების ნაწილის კომენტარებს ჟურნალისტმა გოდერძი შარაშიამ უპასუხა.
„ხვიჩას და ნიცას საქორწილო ტორტი რანაირი უბრალო და ლამაზი იყო. ხამებივით კი არაა სამმეტრიანი და 200 კაცი რომ მოათრევს. ბედნიერები იყვნენ და გამრავლდნენ. ბევრი ასეთი წყვილი და მრავალი ასეთი ოჯახი და თაობა ჩემს ქვეყანას. მიულოცეთ კომენტარებში თქვენც“, – წერს გოდერძი შარაშია ფეისბუქ გვერდზე.