ჩვენი პატარა ქვეყნის უამრავ საჩუქარზე ქართველსაც და უცხოელსაც არაერთხელ სმენია. მათ შორის, დასავლეთ საქართველოა დახუნძლული სამკურნალო და გამაჯანსაღებელი რესურსით.
ქეთევან გობრონიძე ჯანსაღ პროდუქციას ბახმაროში არსებული კავკასიური სოჭისგან ქმნის. როგორც ის აღნიშნავს, მცენარე უნიკალურ სახეობად არის აღიარებული. ახალი პროდუქტი, რომელსაც ქეთევანი მომხმარებელს სთავაზობს, „ციცას“ საწუწნებია. უფრო დეტალურად, ის „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა.
თავდაპირველად, კავკასიური სოჭის შესახებ მოგვაწოდეთ გარკვეული ინფორმაცია.
კურორტი ბახმარო მდებარეობს გურიის რეგიონში, სადაც ხარობს კავკასიური სოჭი, რომელიც უნიკალურ მცენარედაა დახასიათებული ლიტერატურაში, რომელსაც თვით ქიმიური ნივთიერება ურანის განეიტრალებაც კი შეუძლია ბუნებაში. რაც შეეხება სამკურნალო თვისებებს – ბოლომდე შესწავლილი არ არის, მით უმეტეს, ბახმაროს სოჭი, რომელიც იზრდება ისეთ კლიმატურ სარტყელში, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერწყმის ერთმანეთს, ეს კი მცენარეს განსაკუთრებულ და მრავალმხრივ სამკურნალო თვისებებს სძენს. ასეთი იშვიათი ადგილი მგონი, მსოფლიოში არც გვხვდება
როგორც ვიცით, ის სამკურნალო თვისებებით ხასიათდება…
ჩვენ პირველები ვართ, ვინც სოჭის ეს სახეობა გამოვიყენეთ, როგორც პარასამკურნალო საშუალება დამტკბარი და დაუმტკბარი წვენების სახითაც. უკვე 8-წლიანმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ბახმაროს კავკასიური სოჭის ნაყენი წმენდს სისხლს, ორგანიზმს უჯრედის დონეზე, აძლიერებს იმუნიტეტს. აქედან გამომდინარე, საბოლოოდ, კურნავს ქრონიკული მდგომარეობების 90%-ს.
„ციცას“ საწუწნები სიახლეა – ვისზეა ის მორგებული?
ამ პროდუქტზე დიდი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, ვცდილობთ, მომხმარებლების ყველა ასაკს შევთავაზოთ მათთვის მორგებული პროდუქტი და გამოვუშვით პატარებისთვის “ციცას” საწუწნები, რომელიც ძალიან შეიყვარეს პატარებმა როგორც მათთვის სახალისო ფორმებით, ასევე, გემოთი და სამკურნალო ეფექტით – სურდოს, ყელის ტკივილის დროს, ასევე, პროფილაქტიკის მიზნით როცა მივირთმევთ, დაცულები ვართ ვირუსებისგან. საწუწნები არის ყველა ასაკისთვის
ამჯერად, რა პროდუქტს სთავაზობთ მომხმარებელს?
ამ ეტაპზე, გვაქვს სოჭის – დამტკბარი და დაუმტკბარი წვენები, ძინთის მალამოები, ძინთის მალამოს ტუჩსაცხები, ძინთის მალამოს სანთლები, სოჭის გირჩის ჩაი. ეს პროდუქტები არის თქვენი ჯანმრთელობისთვის, თქვენი ბედნიერებისთვის. გაუფრთხილდით სიცოცხლეს!
საქართველოში ის ყველასთვის არის ხელმისაწვდომი?
ჩვენი პროდუქტი იგზავნება საქართველოს მასშტაბით და არამარტო – იწერენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან, დღითი დღე იზრდება მოთხოვნა. მთავარია, ორგანიზმს არ ჰქონდეს ალერგიული რეაქცია მცენარეული ნაყენების მიმართ.