• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
შაბათი, აგვისტო 20, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home კულტურა
ნებისმიერი საქმის კეთებისას სულ ფიქრობ, როგორი იქნება შენი პერსონაჟი – ლაშა გურგენიძე

ნებისმიერი საქმის კეთებისას სულ ფიქრობ, როგორი იქნება შენი პერსონაჟი – ლაშა გურგენიძე

2013/12/30
in კულტურა
12 0
11
SHARES
151
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

   თაეტრი ეს მსოფლიო კულტურის უდიდესი მონაპოვარია, რაც კი ადამიანის მიერ, მისი გარდასახვით და შინაგანი ემოციის წარმოჩინებით შეიქმნა. სამსახიობო ხელოვნება უდიდეს შრომას მოითხოვს, რომ მაყურებელმა სცენიდან მიიღოს სინამდვილე, ამა თუ იმ პერსონაჟში ამოიცნოს ადამიანი, რომელსაც სხვა დროს ასეთი სიმძაფრით ვერასდროს შეიგრძნობს. მთელი ემოციით გაითავისოს, შეიმეცნოს დადებითი პერსონაჟი, უარყოფითი განიდევნოს თუმცა მასაც უცქიროს, რომ მაგალითი მიიღოს. სცენიდან სიამოვნება მიიზიდოს და შემდეგ მუდამ თან ჰქონდეს. ყოველივე ეს მსახიობის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. მაყურებელი ვერასოდეს აიტანს სიყალბეს, ის ხშირ შემთხვევაში ყველაზე ობიექტური შემფასებელია და დღევანდელ ეპოქაში, როცა უამრავ ადამიანს სურს იყოს მსახიობი, ამ გზით მოიპოვოს წარმატება, იზრდება კონკურენცია და მხოლოდ რჩეულები ქმნიან სახეებს სცენაზე და კინოეკრანებზე.

578220_427245600691191_1391601679_n,,თბილისი თაიმსის“ მიზანი ქართველი ნიჭერი ადამიანების წარმოჩინებაა. მათ შორის ერთ-ერთი ახალგაზრდა ხელოვანი, მსახიობი ლაშა გურგენიძეა, რომელიც გრიბოედოვისა და თავისუფალი თეატრის მსახიობია. მისი პერსონიდან მსახიობის პროფესიისთვის საჭირო ყველა თვისება, ემოცია და უნარია დაეუფლოს სცენას და ჯანსაღი შრომით მიზანს მიაღწიოს. ჩასწვდეს მაყურებლის სულს და რეალობა რეალობას დაუპირისპიროს. ის უკვე ვიხილეთ რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილის რამდენიმე სპექტაკლში, აგრეთვე მხატვრულ ფილმში. როგორც თავად ამბობს მალე შექსპერის ერთ-ერთ პიესაშიც მოგვევლინება, რომლის პრემიერაც სულ მალე იქნება.

გრიბოედოვის თეატრის დასი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა რუსეთში, დედაქალაქ მოსკოვში სადაც საერთაშორისო კინოსა და თატრის კონკურსზე ,,ოქროს რაინდის“ ჯილდო და გრანპრი მიიღო. მრავალ სხვა თეატრალურ დასს შორის მსოფლიოდან, ეს უმნიშვნელოვანესი მოანაპოვარია ქართული კულტურის, კერძოდ კი თაეტრის ისტორიაში, ვინაიდან თეატრალური ტრადიცია, რომელსაც უკვე კლასიკოსებმა ჩაუყარეს საფუძველი ღირსეულად აგრძელებს თავის არსებობას. სწორედ ამ გამარჯვების ერთ-ერთი თანამონაწილეა ჩვენი რესპოდენტი ლაშა გურგენიძე, რომელსაც უკეთ გაიცნობს ქართული საზოგადოება.

გვიამბეთ თქვენს შესახებ, როგორ დაიწყო თქვენი კარიერა?

1378803_623103147748323_1667660954_nთეატრალურს, რომ ვამთავრებდი მეოთხე კურსზე დავდგით სადიპლომო სპექტაკლი ,,ჩვენი პატარა ქალაქი“ , რომელიც თორთონ ვაილდერის პიესაა და ჩემმა პედაგოგმა გიორგი შალუტაშვილმა დადგა. მანამდე, მესამე კურსზე დავდგით საკურსო სპექტაკლი შალვა დადიანის ,,გუშინდელნი“. ეს ვითამაშეთ თეატრალურში შემდეგ კი თავისუფალი თეატრის სცენაზე გადმოვიტანეთ. სპექტაკლი ბატონმა ავთო ვარსიმაშვილმაც ნახა. შემდეგ, როცა თავისუფალი თეატრის სცენაზე სადიპლომო სპექტაკლი ვითამაშეთ მას ბატონი ავთოც ესწრებოდა. სპექტაკლის დადგმიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემმა პედაგოგმა გიორგი შალუტაშვილმა დამირეკა და ბატონი ავთოს ჩემთან შეხვედრის სურვილი გადმომცა. რუსული ენა მეტნაკლებად ვიცოდი და ასე მოვხვდი გრიბოედოვის თეატრის დასში.

 რომელ სპექტაკლში ითამაშეთ პირველად უკვე გრიბოედოვის თეატრში?

 როდესაც ბატონმა ავთომ გრიბოედოვის დასში ამიყვანა, მაშინ დაიწყო ,,მექანიკური ფორთოხალის“ დადგმა „თავისუფალ თეატრში“. პიესაში მთავარი გმირია ალექსი, მაგრამ ჩვენს სპექტაკლში სხვაგვარადაა გაკეთებული. აქ ოთხივე პერსონაჟს მთავარი როლი აქვს უბრალოდ სხვადასხვა პერსონაჟები არიან და სხვადასხვა ხაზი აქვთ, სხვაგვარად ვითარდება მათი ცხოვრება. აქედან ერთ-ერთი მთავარი როლია კოსტა, ყველაზე პატარა ძმაკაცი, რომელსაც მე ვთამაშობ.

1380661_512245602191190_1741081794_n

 რატომ აირჩიეთ თეატრი და სამსახიობო ხელოვნება?

 მე ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა. იმდენად პატარა ასაკიდან, რომ მსახიობი კლოუნი მეგონა და როცა მეკითხებოდნენ ვინ უნდა გამოხვიდე ვპასუხობდი – კლოუნი. როცა გავიზარდე ოჯახის წევრებმა სხვა პროფესია სტომატოლოგობა მირჩიეს, რადგან შემდეგში ამის ხელშეწყობაც მექნებოდა. ჩავაბარე სტომატოლოგიურზე, დავამთავრე და როცა უკვე პრაქტიკას გავდიოდი მივხვდი ამ პროფესიით ვერ ვიმუშავებდი. ამიტომ ერთ კვირაში შევაგროვე საბუთები. სწორედ ერთი კვირა იყო დარჩენილი თეატრალურში საბუთების მიღებამდე. მოხდა ისე, რომ ჩავაბარე, მაგრამ იყო ყველაზე რთული კონკურსი, რადგან იმ წელს ექვსასი აბიტურიენტი იყო და იქიდან თვრამეტი უნდა მოხვედრილიყო. ასე გამიმართლა მეც და მოვხვდი იმ თვრამეტს შორის. ამ პროფესიას შევწირე ძალიან ბევრი შრომა და ენერგია. დღეს ეს ძალიან მიხარია, რადგან, როგორც ჰაერის და წყლის გარეშე ვერ გაძლებს ადამიანი სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვარ სცენის მიმართ. ის რაც შინაგანად მაწუხებს, მტკივა და ასე შემდეგ სცენა ამის გამოხატვის საშუალებას მაძლევს და ეს არის ყველაზე კარგი.

 რამდენად დიდ შრომასთანაა დაკავშირებული მსახიობის ცხოვრება და რამდენად დაფასებულია?

321497_443191979096553_338623237_n ყველა პროფესია ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ მსახიობობა არის  პროფესია, რომელიც ალბათ ყველაზე მეტ შრომას ითხოვს, იმიტომ, რომ აქ მუშაობს როგორც შენი ფიზიკური მდგომარეობა, აგრეთვე გონება და ემოცია. ემოციური დაღლა ადამიანისთვის ყველაზე რთულია. შემდეგ კი აპლოდისმენტები და ის სიყვარული რასაც მაყურებელი გამოხატავს, ისევ გავსებს. შენ იხარჯები, ყველაფერს გასცემ რაც შიგნით გაქვს და რასაკვირველია მაყურებელიც გიბრუნებს ამას. ეს რთული პროფესია, მართლა ჯოჯოხეთურ შრომას მოითხოვს. დილიდან საღამომდე რეპეტიცია, ნებისმიერი საქმის კეთებისას სულ ფიქრობ, როგორი იქნება შენი პერსონაჟი, მის სულიერ სამყაროში ძვრები, იქექები, რომ იყოს საინტერესო და კარგი ფორმა მისცე და ასე გადასცე მაყურებელს.

ცოტა არ იყოს საქართველოში დაუფასებელია მსახიობის პროფესია. იმ შრომას რასაც შენ დებ ამ საქმეში, მე ვფიქრობ, რომ ამას მაქსიმალურად ვერ გინაზღაურებს.

ვინ არის პირადად თქვენთვის გამორჩეული მსახიობი, ვისგან ცდილობ აიღო მაგალითი?

1471257_544336335648783_493584966_n

 ჩემთვის ასეთი საყვარელი ქართველი მსახიობი იყო,  არის და იქნება რამაზ ჩხიკვაძე, რომელიც იმის გარდა, რომ გენიოსი იყო და მოვლენა ქართულ თეატრში, როგორც თავად ამბობდა უკვე სიბერეში,  ,,თუკი რაიმეს მივაღწიე იქიდან ოთხმოცდაათი პროცენტი შრომა იყო.“ დილიდან საღამომდე ოცდაოთხი საათი შრომობდა, რომ ის რასაც აკეთებდა ღირსეული გამოსულიყო, ქმნიდა იმ ღირებულებას, რომელიც წლები დარჩებოდა და მრავალი წელი დარჩება. ბევრი მსახიობია ასეთი, მაგრამ უფრო მას გამოვყოფდი და ასევე ზურა ყიფშიძეს. უცხოელებს რაც შეეხება ძალიან მიყვარს ჯეკ ნიკოლსონი და ჯონი დეპი. ასევეა ქართველ მსახიობებს შორის მაგალითად ავთო მახარაძე. ის რიჩარდ III-ში თამაშობს მეფე ედუარდს,  თამაშობს მასხარას და არქიეპისკოპოსს. ყველაზე საოცარი ჯერ ისაა, რომ ვერც ერთ როლში ვერ იცნობ და ვერ იტყვი, რომ ეს ავთო მახარაძეა. აქ მეფე ედუარდის ძალიან პატარა როლია და სხვა უდიდეს მსახიობებს შორის ეს მცირე როლიც გამახსოვრდება. ამიტომაა, როცა მსახიობი სულ ძიებაშია, სულ ფიქრობს თითოეულ დეტალზე.

 ლაშა გურგენიძემ ჩვენთან ინტერვიუში მომავალი წლის გეგმებზეც ისაუბრა, რომელიც მის თატრალურ დასთან ერთად იგეგმება. ეს იქნება გასტროლები ევროპის ქვეყნებში, სადაც ქართული თეატრის სახეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ. ლაშას იანვარში ქართულ-ფრანგულ ფილმშიც ვიხილავთ, რომელიც 90-იანი წლების საქართველოზეა გადაღებული. ფილმში აგრეთვე კახი კავსაძე და ნანა შონია მონაწილეობენ. გრიბოედოვის თეატრში მანამდე საახალწლო სპექტაკლები გელით რომელსაც მსახიობები ბავშვებს უძღვნიან.

 

 28.12.13

გიორგი ჩუბინიძე

fb-share-icon
Tweet
Share4Tweet3Share1

მსგავსი სტატიები

,,ისე ქმნით ჩემგან გმირს, რომ ვერც იაზრებთ…“ – მეგი გოგიტიძე  
ახალი ამბები

,,ისე ქმნით ჩემგან გმირს, რომ ვერც იაზრებთ…“ – მეგი გოგიტიძე  

2022/07/22
The Guardian-ის წლის საუკეთესო ფილმებს შორის სალომე ჯაშის “მოთვინიერებაც” დასახელდა 
ახალი ამბები

The Guardian-ის წლის საუკეთესო ფილმებს შორის სალომე ჯაშის “მოთვინიერებაც” დასახელდა 

2022/06/10
„თბილისის ცის ქვეშ“ – თბილისში შეირჩევა ადგილები, სადაც ყოველ შაბათ-კვირას კონცერტები გაიმართება
ახალი ამბები

„თბილისის ცის ქვეშ“ – თბილისში შეირჩევა ადგილები, სადაც ყოველ შაბათ-კვირას კონცერტები გაიმართება

2022/04/19
Next Post

ჭაბუა ამირეჯიბის უკანასკნელი ტელე ინტერვიუ

ჭაბუა ამირეჯიბის სახელი ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზატკეცილს მიენიჭა

ჭაბუა ამირეჯიბის სახელი ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზატკეცილს მიენიჭა

ილია მეორე: “ბედნიერება სამი ძალისგან შედგება“

ილია მეორე: "ბედნიერება სამი ძალისგან შედგება“

Discussion about this post

ახალი ამბები

7 წლის ნუცას საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

7 წლის ნუცას საზოგადოების დახმარება სჭირდება

2022/08/20
0

7 წლის ნუცა შიუკაშვილს თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე (გლიომა) დაუდგინდა. ოჯახს ბავშვის სამკურნალოდ საჭირო თანხები არ აქვს და დახმარებისთვის საზოგადოებას...

სრულად
„მინდა, ყველამ იცოდეს, რა ბიჭი იყო ნიკა…“ – რას ჰყვება მეგობარი ბიჭზე, რომელიც იორში ძმის გადასარჩენად გადახტა

„მინდა, ყველამ იცოდეს, რა ბიჭი იყო ნიკა…“ – რას ჰყვება მეგობარი ბიჭზე, რომელიც იორში ძმის გადასარჩენად გადახტა

2022/08/19
მარტვილში, მდინარე ცხენისწაყლში 6 წლის ბავშვს ეძებენ

მარტვილში, მდინარე ცხენისწაყლში 6 წლის ბავშვს ეძებენ

2022/08/17
საქართველოში ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი 10 ლარით შემცირდა 

საქართველოში ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი 10 ლარით შემცირდა 

2022/08/16
თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული 300 ადამიანისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს  

თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული 300 ადამიანისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს  

2022/08/16
ტრაგედია ქობულეთში – ზღვაში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო 

ტრაგედია ქობულეთში – ზღვაში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო 

2022/08/15
8-დღიანი ძებნის შემდეგ კასპში გაუჩინარებული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

8-დღიანი ძებნის შემდეგ კასპში გაუჩინარებული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

2022/08/15

საინტერესო

რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა ტრანსპორტთან დაკავშირებული რეგულაციები – მევლუდ მელაძის შეფასება

რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა ტრანსპორტთან დაკავშირებული რეგულაციები – მევლუდ მელაძის შეფასება

1 წელი ago

„აგულაშვილის გზას პარტიის ბევრი წევრი დაადგება“ – გია ხუხაშვილი

6 წელი ago

შსს-ს მაშველებმა ძლიერი შტორმის დროს 16 ადამიანი გადაარჩინეს

6 წელი ago

ზურაბ ხარატიშვილს უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა

9 წელი ago

კალენდარი

აგვისტო 2022
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ივლ    

სიახლეები

  • 7 წლის ნუცას საზოგადოების დახმარება სჭირდება 2022/08/20
  • „მინდა, ყველამ იცოდეს, რა ბიჭი იყო ნიკა…“ – რას ჰყვება მეგობარი ბიჭზე, რომელიც იორში ძმის გადასარჩენად გადახტა 2022/08/19
  • მარტვილში, მდინარე ცხენისწაყლში 6 წლის ბავშვს ეძებენ 2022/08/17

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In