ავოკადო – სასარგებლო ეგზოტიკა პატარებისათვის
დაფნისებრი მცენარე წარმოშობით მექსიკიდან მწვანე მსხლისებური ნაყოფით, აცტეკების საყვარელი საკვები და სამკურნალო მცენარე. ფლორიდაში გამოჩენისას ამერიკელებმა მას ალიგატორი მსხალი დაარქვეს. მწვანე ფერის მოზრდილი ნაწყოფი დიდი კურკით და ცხიმოვანი რბილობით – ეს ავოკადოა, ეგზოტიკური ხილი, რომლის მოყვანა სხვათა შორის, გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოს სუბტროპიკებშიც სცადეს და წარმატებით. ავოკადო ევროპასა და ამერიკაში ძალიან პოპულარული ხილია, რომელსაც სიამოვნებით მიირთმევენ უფროსებიც და აქტიურად გამოიყენება ბავშვთა კვების რაციონშიც.
რატომ ავოკადო?
ეს დიდკურკიანი ეგზოტიკური ხილი მდიდარია ცხიმით და ვიტამინებით. მის შემადგენლობაშია უჯერი ცხიმოვანი, მათ შორის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები. შეიცავს B ჯგუფის, C, K, E, A, D, PP ვიტამინებს, თუთიას, სპილენძს, სელენს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, მაგნიუმს, საკვებ ბოჭკოებს. არ შეიცავს ქოლესტერინს და ნატრიუმს. ალბათ შემადგენლობითაც მიხვდით – ავაოკადო სასარგებლო ხილია. უხდება ხილის და ბოსტნეულის სალათებს ან სულაც გახუხუხულ პურზე წასმული გირჩევნიათ და როცა ამ სასარგებლო პროდუქტს მიირთმევთ, აუცილებელად გახსენდებათ თქვენი პატარა – ავოკადოში შემავალი ვიტამინები, მინერალები, ცხიმები ხომ მისთვისაც სასარგებლო იქნება.
მივცეთ თუ არა ავოკადო ჩვილს? იქნება თუ არა ის მისთვისაც ისეთივე სასარგებლო პროდუქტი, როგორც თქვენთვის?
კითხვები ბუნებრივად ისმის, რადგან ავოკადო ჯერ ერთი, ჩვენი ქვეყნისათვის უჩვეულო ხილია, სულ ცოტა ხნის წინ რომ გამოჩნდა სუპერმარკეტებში და მეორეც, ის ცხიმიანია. მიუხედავად ამისა, პასუხი არის – დიახ! ავოკადო შეიძლება აქციოთ ენერგიის საუკეთესო წყაროდ ჩვილისა და უფრო მოზორდილი ბავშვისათვის, მათ ხომ ენრეგიაზე უფრო გაზდრილი მოთხოვნილება აქვთ აქტიური ზრდის პროცესში. ავოკადოს შემადგენლობაში შემავალი ცხიმოვანი მჟავები პატარას თავის ტვინის განვითარებისთვისაა აუცილებელი, ხოლო ვიტამინები და მინერალები ხელს უწყობენ ბავშვის ზრდა-განვთარებას, ანემიის პროფილაქტიკას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართულ ფუნქიონირებას, ძვლების სიმტკიცეს.