18 დეკემბერს მოსკოვის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში პირველი რუსული ელექტრომობილის პროტოტიპი წარადგინეს.
მედიაში გავრცელებული ცნობებით,ელექტრომობილის პროექტი რუსულმა ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Avtotor-მა შეიმუშავა და პირველი პროტოტიპი მხოლოდ სატესტო პროცესს გადის.
მწარმოებელ კომპანია Avtotor-ში ირწმუნებიან, რომ მათი ახალი ელექტრომობილი „ტესლას მოკლავს“
მწარმოებლის თქმით, ავტომობილის ყველა ნაწილი რუსეთშია დამზადებული და მანქანების გამოშვება 2025 წლიდან იგეგმება.
Avtotor-ის საწარმო კალინინგრადში მდებარეობს და მასში BMW-ს, Ford-ის, KIA-სა და Hyundai-ის ავტომობილები მზადდებოდა, თუმცა, დასავლეთის სანქციებმა ამ ყოველივეს შეჩერება გამოიწვია.