საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე არ გამორიცხავს, რომ 2014 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობაში ცვლილებები მოხდეს.
როგორც საგანელიძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიაჩნია, რომ ალბათ ეს ცვლილებები აუცილებელიც არის. თუმცა, როგორც საგანელიძე აცხადებს, მას კონკრეტული ინფორმაცია, თუ რა მიმართულებებით შეიძლება მოხდეს ცვლილებები, არ აქვს.
“მე არ მაქვს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ცვლილებები მოხდეს. მიმაჩნია, რომ ეს ალბათ აუციელებელიც არის, ახალი სისხლი, ახალი ენერგია საჭიროა ყოველთვის და როტაცია აუციელებელია, მაგრამ ეს ხშირი არ უნდა იყოს. ეს სწორია, როცა ხდება ვთქვათ, ორ წელიწადში”, – განაცხადა საგანელიძემ.
მისივე თქმით, პრემიერის გადასაწყვეტია მოხდება თუ არა ცვლილებები მთავრობაში.
“მაქვს ჩემი შეხედულებები, თუ რომელი მიმართულებით უნდა მოხდეს ცვლილებები, თუმცა ეს პრემიერის გადასაწყვეტია. აქედან გამომდინარე, ჩემი შეხედულებების ღიად დაფიქსირება ვფიქრობ, რომ არ იქნება მართებული, თუმცა თუ ცვლილებები დაიგეგმება, გუნდი შეჯერდება რომელ უწყებაში ან რომელ სფეროში უნდა მოხდეს ცვლილება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება მოხდება”, – აღნიშნა საგანელიძემ.
30.12.13