საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ინფრასტრუქტურის და მშენებლობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ტარიელ მეზურნიშვილი დააკავეს. ამის შესახებ “თბილისი თაიმსს” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა თანამდებობრივი უფლება მოვალეობების შესრულებისას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ერთ-ერთი საამშენებლო კომპანიის მიერ სარეკლამო ბანერების განთავსებისთვის საჭირო ნებართვის მიღების უზრუნველყოფის და ნებართვის გაცემამდე, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებისგან თავშეკავების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 1 500 ლარი აიღო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვლისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით”, – ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
30.12.13