პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი, რომლის თანახმად, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა მხოლოდ ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები, რასაც ცხოველთა დამცველი ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
14 ძაღლი და 8 კატა მყავს, არცერთი არ არის ნაყიდი, ზოგი თავშესაფრიდან და ზოგი ქუჩიდან ავიყვანე. ამ ცხოველებიდან ზოგს სიმსივნე აქვს, ზოგს ეპილეფსია, ზოგს ლეიშმანიოზი, ზოგი ბრმა არის, ზოგი ისეთი აგრესიულია, ფიზიკურად ვერ ვაჩუქებ (ესაა სწორედ ჩემთან ყოფნის მიზეზი). და ხვალ რომ ქუჩაში ან თავშესაფარში შემხვდეს ისეთი ცხოველი რომელსაც ჩემი დახმარება სჭირდება, აუცილებლად დამემატება რაოდენობა.
სახელმწიფო რომ მიწესებს კანონს, რომლის მიხედვითაც მხოლოდ 3 ცხოველის ყოლა შემიძლია, ამ ცხოველებს რა ვუყო ხომ ვერ მეტყვით? თავად აიღებენ პასუხისმგებლობას? და თუ აიღებენ მაშინ ჩემთან რატომ მოხვდნენ აქამდე. ჯერ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა
მოვაგვაროთ,ჩემნაირ ადამიანებს რომ არ “გვეტენბოდეს” საცოდავი ცხოველები და დამიჯერეთ არავის გვეყოლება დიდი რაოდენობა სახლში – წერს ტასო ლოსაბერიძე.