UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია სამშობლოში დაბრუნდა. ილიას აეროპორტში ასობით გულშემატკივარი დახვდა. თოფურიას დახვდნენ ოჯახის წევრები და მათ შორის ბაბუა.
“შენი ჭირიმე, ბაბუ, რასაც შემპირდი ხომ შემისრულე, ხომ ასახელე საქართველო”, – უთხრა მას ბაბუამ.
ცნობისთვის, ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.