სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 14 წლის ბიჭი 8 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობის გამო დააკავეს. მოზარდი დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. თავად გოგო ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს. ორივე არასრულწლოვანი პოლიციაში, მშობლების თანხლებით გამოიკითხა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ცხელ კვალზე დააკავეს. წინასასამართლო სხდომა მაისის დასაწყისში გაიმართება.