“ოცნების” დეპუტატი ბეჟან წაქაძე თავს აქციის მონაწილეებს ესხმის და ამტკიცებს, რომ ისინი გუშინ ევროპულად არ იქცეოდნენ. სახელისუფლები გუნდის წევრი ირწმუნება, რომ ახალგაზრდები თრობის ქვეშ იყვნენ.
ამასტან, წაქაძე ისევ იმეორებს, რომ საქართველოს საქმეში არავინ უნდა ჩაერიოს.
ეს არ არის ევროპული გზა, რაც გუშინ ქნეს და როგორი შეძახილები ხდებოდა, როგორ იქცეოდნენ ქუჩაში, რა მდგომარეობაში იყვნენ ის ახალგაზრდები. თრობის ქვეშ იყვნენ, რისი თრობის ქვეშ იყვნენ არ ვიცი. მე მაქვს ჩემი ქვეყანა, მე მაქვს ჩემი პარლამენტი და კეთილი ინებოს ნებისმიერმა ქვეყანამ, დიდი იქნება თუ პატარა, სუვერენიტეტი დაიცვას და სიტანცია. მე, მაგალითად, მზად ვარ, ამ კანონს ხელი მოვაწერო და დავიცვა ჩვენი ქვეყანა, – ამბობს ბეჟან წაქაძე.