სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ფორმულას უთხრეს, რომ სკოლებთან დაკავშირებით გავრცელებულ მუქარებზე შესაბამისი სამსახურები “პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს” ატარებენ.
სუს-ის თქმით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთ სკოლაში იარაღი ან ბომბი იპოვეს.
სამართალდამცველებმა რამდენიმე სკოლა უკვე შეამოწმეს, რომლებშიც ვერაფერი იპოვეს. შესაბამისი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
21 აპრილის საღამოს რუსულენოვან ახლადშექმნილ ტელეგრამ არხზე გავრცელდა მუქარის შემცველი შეტყობინებები, რომ ხვალ თბილისის კონკრეტულ სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში ტერაქტებს გეგმავდნენ.
მოგვიანებით, ეს არხი დაიხურა.