მესტიაში, სოფელ ნაკრასში, ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი მოზარდებიდან ორის ცხედარი უკვე ნაპოვნია. ადგილობრივებმა და მაშველებმა 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი ნაკრასში, პატარა ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ის უკვე სახლშია გადასვენებული.
„მადლობა უფალს, რომ შენი ცხედარი დაგვიბრუნდა, ჩემო ცისთვალა… ახლა, ყველა ჩაგიხუტებთ და ისე გაგიშვებთ უფალთან,“ – წერს ოჯახის ახლობელი.
ცნობისთვის, 2 დღის წინ, მოზარდების ბიძამ ავტომობილში მჯდომი მე-12 კლასელის ეკა ვიბლიანის ცხედარი იპოვა.