პრემიერი ამტკიცებს, რომ ხვალდ და ზეგ პარლამენტთან ძალადობრივი ქმედებები აქვთ დაგეგმილი. ირაკლი კობახიძე რეპრესზიებს ღიად აანონსებს და ამბობს, რომ კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად დაგებს პასუხს.
გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიცის მიერ ორგანიზებულ და უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვთ ძალადობრივი მოქმედებები საქართველოს პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ. მინდა გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეული წევრი, რომ ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს, – თქვა პრემიერმა.