საგანგებო ბრიფინგზე პრემიერმ პირდაპირ თქვა, რომ რუსული კანონის უკან გაწვევა არ მოხდება.
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოს მოსახლების 80%-ზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობოების გამჭვირვალობას, ხოლო 60%-ზე მეტი უშუალოდ კანონის მიღების მომხრეა.
ამასთან, პრემიერი გუშინ აქციაზე გასულ მოქალაქეებს “უმცირესობად” მოიხსენიებს და ამბობს, რომ მათი მოთხოვნის გათვალისწინებას არ აპირებს.
საქართველო არის საპარლამენტო დემოკრატია და ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად და არა პოლიტიკური უმცირესობის მოთხოვნების მიხედვით. სოციალური კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60%-ზე მეტი მხარს უწერს უშუალოდ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. აქედან გამომიდნარე, საქართველოს პარლემნტი ხვალ და ზეგ აღასრულებს ქართული საზოგადოების ნებას უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების შესამოვლების და ხარჯების გასაჯაროება და შესაბამისად, შექმნას უფრო მყარი გარანტიები საქართელოშ გრძელვადიანი მშვიდობის, სიმშიდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფა, – განაცხადა პრემიერმა.