პარლამენტის წევრი, პოლიტიკური ჯგუფი “ხალხის ძალიდან” რუსული ალუმინის ბიზნესშია, ამის შესახებ ინფორმაცია დავით კაჭარავამ “შაბათის ეთერს” თავად დაუდასტურა. ოკუპირებული ქვეყნის დეპუტატმა თქვა, რომ რუსულ კომპანიებთან ერთად ბიზნესის კეთებაში პრობლემას ვერ ხედავს.
დავით კაჭარავამ ფლობს კომპანია “თბილალპროფის” აქციების საკონტროლო პაკეტს – 51 % . ამ კომპანიებს კი ალუმუნის საფასადე მასალები და ვიტრაჟები რუსეთიდან შემოაქვს, ამის შესახებ ინფორმაცია “შაბათის ეთერს” კაჭარავას მამამ, ბიზნესის მმართველმა დავით კაჭარავამ დაუდასტურა.
ალუმინის უმსხვილესი საწარმო “ტატპროფი”, საიდანაც რუსულ კანონზე ხმის მიმცემი დეპუტატ დავით კაჭარავას კომპანია მარაგდება, რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაშია რეგისტრირებული. ამ ქარხანაში ალუმინის 10000-ზე მეტი პროდუქტი იწრამოება. კომპანმიის პორტფოლიოს შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საწარმო სამშენებლო კონსტრუქციების გარდა ავიაციისა და სამხდრო ინდუსტრიისთვისაც მუშაობს. დეტალებს ქმნიან სამხედრო ტექნიკისთვის და თვითმფრინავებისთვის.