საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების თამაშს New York Times ეხმაურება. გამოცემა წერს, რომ საქართველოსთვის ჯერ დასრულებული არ არის:
ევრო 2024 საოცარი ატმოსფეროთი, ხარისხითა და გულშემატკივრების დიდი რაოდენობით გამოირჩევა, მაგრამ თურქეთისა და საქართველოს შეხვედრამ ეს ყველაფერი ახალ დონეზე აიყვანა“ – წერს გამოცემა.
დორტმუნდში ევრო 2024-ზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა დასრულდა. თურქეთი 3:1 საქართველო – ასე დასრულდა დღევანდელი თამაში. შეხვედრა დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართა.
მომდევნო თამაში ეროვნულ ნაკრებს 22 ივნისს ჩეხეთთნ უწევს. 26 ივნისს კი საქართველო პორტუგალიას შეხვდება.