ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის და კონტრაქტის განახლების საკითხი აქტუალურია, მაგრამ ბოლო დღეებში ამაზე საუბარი კიდევ უფრო გახშირდა, მას შემდეგ, რაც მამუკა ჯუღელმა კომენტარი გააკეთა კვარას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
ჯუღელის ხმაურიანი განცხადების შემდეგ ქართველ ფეხბურთელს იტალიაში ბევრი კრიტიკოსი გაუჩნდა, მაგრამ მაგალითად, ლუიჯი დი ბიაჯომ კვარას მხარე დაიჭირა. როგორც მან აღნიშნა, არ შეიძლება ფეხბურთელის გაყიდვა 100 მილიონ ევროდ გინდოდეს და მისი ხელფასი ასეთი დაბალი იყოს.
„ანტონიო კონტე გამოასწორებს ყველაფერს და კვარაცხელიასთან იმუშავებს. ეცდება, გაიგოს რა მოხდა. ორი წლის კვარამ კარგ კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაგრამ ეს იყო საწყისი ფასი, რადგან ნეაპოლურ კარიერას იწყებდა. ახლა კი, როცა ფეხბურთელის ფასი 70-80-100 მილიონია, შეიძლება იმ მოთამაშის ხელფასი მხოლოდ 1 მილიონი იყოს? ის იმსახურებს კონტრაქტის კორექტირებას, რადგან ფეხბურთელი, რომლის ხელფასი მილიონ-ნახევარია, 20 მილიონად იყიდება და არა 100 მილიონად“, – თქვა დი ბიაჯომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოლის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა გერმანიაში ჩავა, სადაც ქართველ ფეხბურთელს და მის აგენტს, მამუკა ჯუღელს პირადად შეხვდება.
წყარო : europop