ძლიერი წვიმის შედეგად, რუსთავში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. არსებული ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების კვეთაზე, სადაც შეუძლებელია ავტომობილებით გადაადგილება.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები და მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა.
კადრი: ინფო რუსთავი