გარდაცვლილი ცნობილი ოპერატორისა და აფხაზეთის ომის მემატიანეს ჯანო იმნაძის 33 წლის მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება, ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი ოპერატორი, “დიტო ცინცაძის სახელობის ფონდის” დამფუძნებელი კახა ჯანაშვილი წერს.
“მოგესალმებით მეგობრებო. ახლა მე მჭირდება თქვენი დახმარება. გთხოვთ, ყველას გააზიაროთ და დამეხმაროთ.
ცნობილი ოპერატორისა, აფხაზეთის ომის მემატიანე და ჩემი ძმის, საუკეთესო მეგობრის, გარდაცვლილი, ჯანო იმნაძის შვილს დაუდგინდა დაუზუსტებელი ავთვისებიანი სიმსივნე. მელანომა ან იუნგის სარკომა. რომლის დიაგნოზიც დაუზუსტებელია. საჭიროებს ხელახლა კვლევების ჩატარებასა და დაუყოვნებლივ საზღვარგარეთ გადაყვანას. მარიამ ინაძე 33 წლის არის ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. გთხოვთ დახმარებას იმისთვის რომ დაისვას სწორი დიაგნოზი და სრულფასოვნად ჩაუტარდეს მკურნალობა. არის მწოლიარე და მძიმე მდგომარეობაში. უმორჩილესად გთხოვთ დახმარებას.
ჯანდაცვის სამინისტროს და მერიას, ომის ვეტერანთა დეპარტამენტს, გთხოვთ დახმარებას”,- წერს კახა ჯანაშვილი.
მიმღები: ნატალია ინაძე
GE48TB7921845064300034
თიბისი
GE18BG0000000345859127
საქართველო