- ჯგუფური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
როგორც ოჯახის წევრები “ტვ პირველს” უყვებიან, ქუჩურ გარჩევაში 3-ზე მეტი პირი იყო ჩართული. ისინი დამნაშავეების
“ორივე ძმა ნაცემია, უფროსს ძმას გაუმართლა უბრალოდ, უბრალოდ შაკუნა არ დაინდეს, ჯგუფურად სცემეს. 10-15 კაცი სცემდა მგონი. ტანზე დაზიანებები ბავშვს არ ჰქონდა, თავზე ჰქონდა, ანუ თავში ურტყეს”, – ამბობს ოჯახის წევრი.
საქართველოს პროკურატურა თბილისში ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულ 3 პირს ბრალდებას დაუმძიმებს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურამ გაავრცელა.
“სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული 15 ივნისს დააკავეს. თავდაპირველად დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად) წარედგინათ და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობა შეეფარდათ. სამივე დაკავებულს წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.