ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი “ჯვაროსნების” მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახდა.
Opta-ს მიხედვით, “მამარდამ” ჩეხეთთან მატჩში 11 მოგერიება შეასრულა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპირველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი მოგერიება 2004 წელს, ლატვიის ნაკრების მეკარემ ალექსანდერ კოლინკომ ნიდერლანდებთან დაპირისპირებაში შეასრულა.