თბილისში დაკარგული გიორგი გახელაძე, სავარაუდოდ, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას მისი მეუღლე ირმა მალაციძე ავრცელებს. დამატებითი დეტალები უცნობია.
“აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი!” – წერს მალაციძე.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცხედარი კუს ტბის მიმდებარედ ნახეს. შსს-ს თქმით, ცხედარი ნაპოვნია, თუმცა არ ადასტურებენ, ეს გიორგი გახელაძეა, თუ არა.