შინაგან საქმეთა სამინისტრო შობის დღესასწაულზე დედაქალაქში ავტოსაგზაო მოძრაობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით, 7 იანვარს საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით თბილისში გადაიკეტება შემდეგი ქუჩები: დილის 09:00 საათიდან ვარდების მოედანი, ხოლო 14:00 საათიდან რუსთაველის გამზირი, პუშკინის ქუჩა, ბარათაშვილის აღმართი, ავლაბრის მოედანი, მესხიშვილის, გონაშვილისა და სამრეკლოს ქუჩები.
აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა ალილოს დასრულებისთანავე აღდგება.
06.01.14
Discussion about this post