“ძალიან ბედნიერი ვიყავი, ეს 75 ექსპერტის გადაწყვეტილება იყო და მოსახლეობისგანაც 1 300 000 ხმა მიიღო. 80-მილიონიან ირანში გიორგი საუკეთესო მცველად აღიარეს. უცხო ქვეყანაში დიდი წარმატებაა, მაგრამ ეს წარმატება მის სამშობლოში არც კი გააშუქეს”
“არაფრის ფასად არ მიღირს ჩემი ქვეყნის მოქალაქეობის და პასპორტის დათმობა”,
– თქვა მაშინ, როდესაც ირანის ეროვნულ ნაკრებში თამაში შესთავაზეს. გიორგი გველესიანის ბიოგრაფია სავსეა წარმატებებით, მიღწევებით, გამარჯვებებით… მისი თავგადასავალი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ახლა დაიწყო და უკვე ჩანს, რომ მისი სახით ჩვენს კარს საიმედო მცველი ეყოლება. დაუღალავი შრომით, გიორგიმ მიაღწია დიდ წარმატებას, აღიარებას, ორგზის ჩემპიონობას 80-მილიონიან ირანში, რაც მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს.
– გიორგი საოცრად მშრომელია, 7 წელია გადახვეწილია ირანში, წარმოუდგენელ სიძნელეებს გაუძლო, ყოველ წუთს ბრძოლაშია. თუ გინდა, ამ სპორტში კარგი იყო, წუთითაც არ უნდა მოდუნდე.
– იმედია, მომავალში ექნება საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ეროვნულ ნაკრებში. გიორგი ირანში მარტო ცხოვრობს?
– მარტოა, ჩვენ თბილისში ვართ, ოჯახი სულ ენატრება, თავისუფალი დრო იშვიათად აქვს, აქ რომ ჩამოვიდეს. გუნდს ხომ ვერ უღალატებს, ყველა მატჩში თამაშობს.
– გიორგის ოჯახზე რას გვეტყვით?
– გიორგის ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს, ლინდა კიკოლაშვილი. ჩემი რძალი მეგობართან ერთად, ჩემი ქალიშვილი და სიძე დორტმუნდში იყვნენ. ველაპარაკე და მითხრეს, – ლინდამ ისე ინერვიულა, ძლივს მოვასულიერეთო, მან ხომ იცის გიორგის განწყობა. ისეთი მოწყურებული იყო თამაშს, მოედანზე შევარდა, თურმე მანამდე რაღაც შემოწმება უნდა გაევლო და ეს დაავიწყდა.
– გიორგი როგორი მამაა?
– 3 შვილი ჰყავს, მათ შორის 2 – პირველი ქორწინებიდან. გიჟი მამაა, საოცრად ყურადღებიანი და მზრუნველი. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ბავშვებთან ახლოს ხშირად ვერ არის, მათი აღზრდის საქმეში თავიდან ბოლომდე ჩართულია, ყველა დეტალი იცის. მშობელთა ჯგუფშია გაწევრებული და ყველაფრის საქმის კურსშია. ბიჭი ფეხბურთზე დადის და იცის, რომელ დღეს, რომელ საათზე აქვს ვარჯიში. ასე შორს იყო ამდენი წელი და შვილების ყველა ნაბიჯი იცოდე? გიორგისნაირი მამა არც შემხვედრია…. წაიკითხეთ ვრცლად