სსიპ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის N 212 საჯარო სკოლის მოქალაქეობის და ისტორიის წამყვანი მასწავლებელი ნათია იაშაღაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებდა ინფორმაციას, რომ მას დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელმა მედიკო მირზაშვილმა ხელშეკრულება შეუწყვიტა. ასევე , ამ ფაქტის გამო მისმა კოლეგამ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნანა მეზურნიშვილმა პროტესტის ნიშნად სკოლა დატოვა და საჯარო წერილით მიმართა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მედიკო მირზაშვილს და საზოგადოებას, სადაც ნათელი და ცხადი გახდა ის სიტუაცია რაც სკოლაში ხდებოდა და რაც კონკურსში მონაწილე ნათია იაშაღაშვილის მიმართ ამ ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა.
ჩვენც დავინტერესდით აღნიშნული ფაქტით და ნათია იაშაღაშვილს, მის კოლეგებს და თემის მოსახლეობის წარმომადგენლებს გავესაუბრეთ.
ნათია იაშაღშვილი : ,, მონაწილეობას ვიღებდი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურში, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე გამოცხადდა. აღნიშნული კონკურსის ტესტური ნაწილი და გასაუბრება წარმატებით გადავლახე, მომეცა შესაძლებლობა ამერჩია სკოლა სადაც კონკურსი იყო გამოცხადებული.
გამოცხადებული ვაკანსიის შედეგად ავირჩიე ჩემი სკოლა, სადაც 2005 წლიდან ვმუშაობდი და დღემდე მიუხედავად მცირეწლოვანი შვილებისა სკოლის ცხოვრებით ვცხოვრობდი. თან უფრო გამიადვილდა ჩემი სკოლს არჩევა, რადგან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მედიკო მირზაშვილს, კანონით აღარ ჰქონდა უფლება ჩვენს სკოლაში გაეგრძელებინა დირექტორობის მოვალეობა (2007 წლიდან ორჯერ იყო არჩეული დირექტორად და 2020 წლიდან დირექტორის მოვალეობას ასრულებდა). აქვე მინდა ავღნიშნო, ჩემს წარმატებით ჩაბარებას ყველა დიდი სიხარულით შეხვდა ჩვენს თემში, კოლეგები, მოსწავლეები, მათი მშობლები და ესეც რა თქმა უნდა მოტივაცია იყო თამამად გამეგრძელებინა კონკურსში მონაწილეობა. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვაპირებდი დირექტორის მ/შ მედიკო მირზაშვილისთვის ინფორმაციის მიწოდებას, მაგრამ ის არ იმყოფებოდა სკოლაში იმ დღეს და ჩემს რამდენიმე კოლეგასთან ღიად ვთქვი ჩემი გადაწყვეტილება.
ჩემი გადაწყვეტილების გავრცელების შემდეგ დაიწყო ჩემს წინააღმდეგ შავი პიარის აგორება, ცრუ/ არასწორი ინფორმაციების გავრცელება (სოფ. შინდისი , მთაწმინდის რაიონს ეკუთვნის, 2007 წლიდან შემოუერთდით თბილისს), რადგან სოფლის მოსახლეობა, კოლეგები ჩემს წინააღმდეგ განეწყოთ. მედიკო მირზაშვილი და მისი ,,კლანის“ რამდენიმე წევრი ავრცელებდნენ ინფორმაციებს, ვითომ მე კოლეგების განთავისუფლებას ვაპირებდი სამსახურიდან და ვემუქრებოდი მათ. ასევე პარალელურად ჩუმად დაიწყეს ხელმოწერების შეგროვბა, ვითომ დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი გადაყავდათ სხვა სკოლაში და სოფელი ითხოვდა მის დატოვებას, რის შესახებაც ჩემამდეც მოვიდა ინფორმაცია, რასაც მიუძღვენი საჯარო პოსტი, რომ დირექტორის დატოვება არ დატოვება ხელმოწერებით ვერ მოხდებოდა, შესაბამისი კანონი არსებობდა ამისთვის. ამის შემდეგ შეწყვიტეს ხელმოწერები შეგროვება ღიად და პირადი მიმოწერებით, სოცილური ქსელების გამოყენებით აგზავნინეს პირადი ნომრები და თვითონ მოაწერეს და გააყალბეს. გაყალბება დაჭირდათ იმიტომ, რომ განცხადებაში მოთხოვნა კი არ იყო დირექტორის დატოვებაზე, არამედ ჩემს წინააღმდეგ ყოფილა მიმართული, სადაც ეწერა, რომ მე ვემუქრებოდი მასწავლებლებს, სოფელს არ სურდა ჩემი დირექტორად წარდგენა და ათასი სიბინძურე. აღნიშნული განცხადება 4-5 ადამიანის გარდა არავის უნახია, რაზეც ხელწერილები გააკეთეს. ეს განცხადება ხელმოწერებით სხვადასხვა უწყებებში ატარეს, რადგან წარმოდგენა შეექმნათ, რომ სოფელი ჩემს წინააღმდეგ მიდიოდა. ეს იმ დროს, როდესაც შინდისის თემის მოსახლეობა ძალიან კარგად მცნობს და იციან, ჩემი მთავარი მიზანი მოსწავლეების სხვადასხვა აქტივობებში და პროექტებში ჩართვაა. ჩემი მოსწავლეები უამრავ კონფერენციებში, ოლიმპიადებში, პროექტებში იღებენ მონაწილეობას და დიდწარმატებას აღწევენ. ოქტომბერში მისი ქმედბები უკვე ზღვარს გასცდა და ცილი დამწამა, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს სასამართლო და ველოდები მის დასრლებას, რომელიც ნათელს მოჰფენს ყველაფერს.
სამინისტრომ ისევ გამოაცხადა საჯარო სკოლის დირექტორობის კონკურსი და რა თქმა უნდა მივიღე მონაწილეობა, 13 მაისს ერთად აღმოვჩნდით გასაუბრებაზე, ეგონა მისი ქმედებების გამო რაც ჩემს წინააღმდეგ განახორციელა დამბლოკავდა სამინიტრო. სწორედ აქედან დაიწყო მისი ასმაგი გაღიზიანება და უკვე იმის შიში, რომ მის საყვრელ ,,სკამს“ რომელსაც აქამდე ინარჩუნებს დაკარგავდა. 31 მაისს, XI კლასში, საგაკვეთილო პროცესის დროს, მოსწავლეებს მოუწოდე წესრიგისკენ რამდენჯერმე, ხოლო შემდეგ ხმამაღალი შენიშვნა მივეცი მოსწავლეებს შეურაცყოფის გარეშე რა თქმა უნდა. რაც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გამოიყენა და გამანთავისუფლა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით (დისციპლინურმა კომიტეტმა თავი შეიკავა რაიმე სახდელის დაკისრებისაგან) სამსახურიდან. ფიქრობს ჩემი სამსახურიდან განთავისუფლება მას საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს მისთვის ასე ძვირფასი ,,სკამი“. რა თქმა უნდა ვაპირებ ჩემი უფლებების დაცვას სასამართლოში და აუცილებლად ყველა დეტალი გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი “
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ნათია იაშაღაშვილი ამ სკოლაში 19 წელია ასწავლის, ის აქტიური,მეგობრული, ყველას დამხმარე, წარმატებლი პედაგოგია, მას ბევრი მიღწევები და კონკურსში გამარჯვებები აქვს მოპოვებული ,რაც მოსწავლეების, მათი მშობლების და კოლეგების მხარდაჭერით მიაღწია.
საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გაუგებარია, თუ პედაგოგი 18 წლის განმავლობაში გამოირჩეოდა ბავშვების მიმართ სიყვარულით, იყო წარმატებული და აქტიური პედაგოგი ასე ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამ შეცვალა? როგორც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ავრცელებს ნათია იაშაღაშვილზე ინფორმაციას.
სოციალურ ქსელში დიდი განხილვები მოყვა ამ ორი პედაგოგის საჯარო განცხადებას. გთავაზობთ ნანა მეზურნიშვილის საჯარო მიმართვას საზოგადოებას და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მედიკო მირზაშვილს :
,, ეს რამდენიმე დღეა ვაკვირდები განვითარებულმოვლენებს და გაოცებული ვარ. განა რამდენად უნდაგშურდეს ადამიანის წინსვლის , რომ ყველაფერიგააკეთო მის გასანადგურებლად?! (არ გეგონოთ , რომეს სიტყვები ერთ ადამიანს ეძღვნება, არა ყველა იმადამიანს, ვინც ერთი სიტყვა არ თქვა და არ დაწერაუსამართლობის წინააღმდეგ.) განა რამდენადგანუსჯელი უნდა იყოს საზოგადოება, რომ ვერხედავდეს სიმართლეს და მხოლოდ ავი , ბოროტიენების სჯეროდეს. ჩემ თვალწინ რაღაც ცუდს რომაკეთებს ადამიანი, იმაზე ვიწყებ ფიქრს , თუ რატომაკეთებს ამას და ვცდილობ ამოვხსნა მიზეზი, არვიჯერებ მასზეც კი ცუდს და განა რამდენად გჯერათსხვა ადამიანის, თუნდაც ძალიან ახლობლის, რომ ისდაიჯერეთ , რაც საკუთარი თვალით არ გინახავთ დასაკუთარი ყურით არ მოგისმენიათ? განა რამდენადუნდა იყოს საზოგადოება ბრბო,რომ უსამართლობასხედავდეს და შიშის გამო ხმას არ იღებდეს? მადლობა იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ადამიანისსახე დავინახე , ადამიანები, რომლებიცმოაზროვნეები მეგონენ , ის მარიონეტებიაღმოჩნდნენ, რომლებმაც სხვის სიტყვას დაუჯერესდა ისე მიიღეს გადაწყვეტილება.ადამიანები, რომლებიც სამართლიანები მეგონნენ, ის მშიშრებიაღმოჩნდნენ , რომლებმაც უსამართლობისწინააღმდეგ ხმა არ ამოიღეს.ნუთუ ადამიანიმხოლოდ იმიტომ უნდა შევიძულოთ, რომ წინსვლაუნდოდა, გავიდა გამოცდაზე , ბრწყინვალედჩაააბარა და სურს დაწინაურდეს?! ( ვიცი ბევრს , მხოლოდ უტვინო ადამიანს, რა თქმა უნდა, ჰგონია, რომ ვერ ჩააბარა გამოცდა , მათ გასაგონადვიტყვი,რომ ნამდვილად ჩააბარა. პირადშეურაცხყოფაზე არ გადავდივარ, მაგრამ მართლაუტვინო უნდა იყო ადამიანი, როდესაც დაიჯერებ , რომ სამინისტრომ ექვსი კანდიდატიდან ისეთიშეარჩია, ვისაც გამოცდა არ აქვს ჩაბარებული და ისწარადგინა ჩვენს სკოლაში. ანუ ასეთსსამინისტროსიც არ სჯერა და ჭორიკანა ადამიანისსჯერა. ყოჩაღ მას!) ნუთუ ადამიანი მხოლოდ იმიტომუნდა გახდეს ყველას მხრიდან კრიტიკის მსხვერპლი, რომ გააპროტესტა უსამართლობა?! მე პირადად ამსიტუაციის შემყურეს “მარიტა” მახსენდება, გოგონა , რომელიც ჭორიკანა ბალბალუკას მიერგავრცელებული ჭორების გამო გაწირა საკუთარმაოჯახმა და სოფელმა. ახლა ჩვენ ვწირავთ ადამიანს , რომელიც ყველას გვერდში ედგა, როცა სჭირდებოდა, ყველა პრობლემის მოგვარებას მარტო ცდილობდადა ერთდროულად რამდენიმე ადამიანისგასაკეთებელს აკეთებდა, ოღონდ საერთო საქმეგაკეთებულიყო. ეს , რომ მხოლოდთანამდებობისთვის ბრძოლა იყოს, დამიჯერეთ ,ხმასარ ამოვიღებდი, მაგრამ ხალხო ადამიანი საყვარელსაქმიანობას ჩამოაშორეს, სამსახურიდანგაათავისუფლეს და ყველა ჩუმად ხართ. არავინ არგთხოვთ ნათია იაშაღაშვილის ადვოკატობას, მაგრამთანადგომისა და გამხნევების სიტყვებს წინ რაუდგას, შიში ? ყოველი ადამიანი, ვინც ერთიმოგონილი წინადადება მაინც თქვა მის წინააღმდეგ, იმის გამო , რომ ასე დაავალეს, იმის გამო, რომმხოლოდ სხვისი სიტყვა გაიმეორა , იმის გამო, რომახლობელმა სთხოვა და სხვა გზა არ ჰქონდა , ბალბალუკაა, დიახ , ის ბოროტებით სავსე ადამიანია, რომელიც კარდაკარ დადის და ცოდვას ცოდვასამატებს. 1. ის , რომ ნათიამ გამოცდა ვერ ან არჩააბარა, ტყუილია! 2. ის , რომ ნათიას სკოლიდანვინმეს გათავისუფლება სურდა და სადმედაიტრაბახა ამის შესახებ , ტყუილია! 3. ის , რომნათიას ძველი თანამშრომლების დაბრუნება სურდა, ტყუილია! 4.ის, რომ ნათიამ სკანდალი მოაწყო, სამეურვეო საბჭომ , რომ დაბლოკა , ტყუილია! …დაკიდევ ათასი სხვა ჭორი, ამდენს ვერჩამოვთვლი.ახლა მიმოიხედეთ გარშემო , ვისგანგაიგეთ ეს ინფორმაციები და მიხვდებით რამდენიბალბალუკა გყოლიათ გვერდით. ასეთ ადამიანებს, იმათ, ვინც ავრცელებენ ხმებს და იმათაც , ვინციჯერებენ ერთ კითხვას ვუსვამ: ღმერთის არგეშინიათ? ან რატომ გავიწყდებათ მამა გაბრიელისსიტყვები: “ნათქვამია: რაც შენი თვალით არგინახავს და შენი ყურით არ გაგიგონია, არდაიჯერო.მე კი დაგიმატებთ,ხშირად თვალითნანახსაც და ყურით გაგონილსაც ნუ დაუჯერებთ, შეიძლება ერთმაც მოგატყუოთ და მეორემაც”. არვიცი , რა ვთქვა სხვა. მაგრამ ვიცი რა უნდა გავაკეთო. მე ვერ დავხუჭავ თვალს უსამართლობაზე, ვერდავხრი თავს შიშის გამო , იმ შიშის გამო, რომელიცჩემი თანამშრომლების 80%-ის თვალებშიამოვიკითხე, ამიტომ ვწერ განცხადებას და ჩემინებით მოვდივარ სკოლიდან. იმ სკოლიდან , რომელიც ჩემი მეორე სახლი მეგონა. მოვდივარიმიტომ, რომ ამაყად გადავდგა თითოეული ნაბიჯი, ამაყად შევხედო ნებისმიერ ადამიანს , განსაკუთრებით კი ჩემს მოსწავლეებს თვალებში, მაშინ , როცა სამართლიანობაზე დავუწყებ საუბარს, რადგან თუ დანაშაულია კლასში ხმის აწევა დამოსწავლეებისთვის იმის მოწოდება, რომ საკლასოწესებს დაემორჩილნენ, ყოველგვარი ფიზიკური დასიტყვიერი შეურაცხყოფის გარეშე, მეც დამნაშავევარ და არაერთხელ ჩამიდენია ეს დანაშაული. ვიცი, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის სულერთი იქნება ეს, რადგან სასკოლო საზოგადოებამ ( მოსწავლემ, მშობელმა, მასწავლებელმა) შიშის გამო თვალიდახუჭა ნათია იაშაღაშვილის მსგავსიპროფესიონალის, წამყვანი, აქტიური, ენერგიული, თავისი სკოლისა და მოსწავლეების უზომოდმოყვარული მასწავლებლის დაცვაზე და მე ერთიუბრალო მასწავლებელი ნამდვილად არვაინტერესებ, მაგრამ მე ვთვლი , რომ უსამართლოანათიას გათავისუფლება და მხოლოდ ამიტომვაფიქსირებ ჩემს პოზიციას საჯაროდ. ამდენს კიმხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ ხვალ ჩემ შესახებ არგაავრცელოთ უამრავი ჭორი. ყოველთვის მეგონა , რომ ჩემი სოფლის საზოგადოება, არ იყო ბრმა დაგანუსჯელი, მაგრამ დღეს ჩემი მიამიტურიშეხედულების გამო მრცხვენია,რადგან თურმე იმსაზოგადოებაში მიცხოვრია, ვინც კანონებზე მაღლადგას ან არცკი იცის, რას ნიშნავსკანონმორჩილება.ვინც მიცნობს , იმან კარგად იცის , რომ ჩემთვის მთავარი ადამიანობაა სიტყვითაც დასაქმითაც , რასაც ახლა გამოვხატავ კიდეც, ამიტომუფალს მხოლოდ ერთს ვთხოვ, რომ სიცოცხლისბოლომდე არ გადამაბიჯებინოს ადამიანობისთვისარც სიტყვით და არც საქმით! (P.S. არ მოგერიდოთ, ახლა ჩემი კრიტიკა დაიწყეთ. )”