რუსეთში პოპულარულმა ქართული წარმოშობის მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა კიდევ ერთხელ მისცა კომენტარი ადგილობრივ მედიას და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე ისაუბრა.
- პავლიაშვილმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შედეგებს ყურადღებით ადევნებდა თვალს. მომღერალმა ხაზი გაუსვა, რომ ამაყობს თანამემამულეებით.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის თასის გათამაშება მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა და ესპანეთის ნაკრებთან 1:4 დამარცხდა. ჯგუფურ ეტაპზე ქართველებმა ოთხი ქულა დააგროვეს და პლეი ოფში მესამე ადგილიდან გავიდნენ.
“ქართველი ხალხი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს სიამაყის და სიხარულის ცრემლებით შეხვდა. დიდი სიყვარულით, პატივისცემითა და ბედნიერებით. ამ ბიჭებმა გააკეთეს ის, რასაც ყველა ამდენი წელი ელოდა. ეს ქართული ფეხბურთის რენესანსია. მე ვლოცულობ მათთვის! ვამაყობ მათით! მათ სადღეგრძელოს ვამბობ, დიდხანს იცოცხლონ.
ისინი ისტორიაში შევიდნენ. ისინი პირველები არიან! ამით ყველაფერი ნათქვამია. როგორც გაგარინი იყო პირველი კოსმოსში, ასევე ეს ბიჭები პირველები არიან ქართულ ფეხბურთის რესტავრაციაში, ქართული ფეხბურთის რენესანსში. მე ისინი უსასრულოდ მიყვარს, როგორც ჩემი ვაჟები, ჩემი ძმისშვილები, ჩემი ნათესავები. ქედს ვიხრი და მადლობა ღმერთს, რომ ქართველი ვარ“, – განაცხადა პავლიაშვილმა.